რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას სოფიო ვახვახიშვილისას შემოწირული სასტიპენდიო თანხიდან 76 მან. და 44 კაპ. ჰქონდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასული ქართველი კათოლიკე მოსწავლეებისა და სტუდენტების თხოვნა 1 900 მანეთით დახმარების შესახებ. თხოვნას ხელი მოაწერა სიმონ აფრიამაშვილმა. გამგეობამ მათთვის 2 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ხაშურის განყოფილების ხელმძღვანელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძეს მისწერა, რომ მიიღო მისგან გაგზავნილი საწევრო შენატანი 93 მანეთი. განყოფილების დაარსებისთვის საჭირო იყო სასწრაფოდ მიეწოდებინა საორგანიზაციო კრების პროტოკოლი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი თებერვლიდან თავმჯდომარისთვის თვიურად 8 000 მანეთი დაენიშნათ, მდივნისთვის – 7 000, გამომცემლობის ხელმძღვანელისთვის – 4 500, მუდმივი კორექტორისთვის – 5 400, გადამწერისთვის კი – 3 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი თებერვლიდან ხაზინადრისთვის 3 500 მანეთი დაენიშნათ, საწყობის გამგისთვის, მაღაზიის პირველი თანაშემწისა და მეორე თანაშემწისთვის – 5 000-5 000 მან., მაღაზიის პირველი ნოქრისთვის – 4 200, მოლარისთვის კი – 3 000 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ელი თებერვლიდან ბიბლიოთეკარისთვის 3 500 მანეთი დაენიშნათ, ბიბლიოთეკარის თანაშემწისთვის – 3 000, მუზეუმის დარაჯისთვის – 500, კანცელარიის პირველი მსახურისთვის – 2 500, მეორე მსახურისთვის – 2 000, მაღაზიის მსახურისთვის კი – 2 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მასალის გაძვირებისა სასკოლო სექციას სკოლების შენობები უნდა შეეკეთებინა, რადგან სწავლა მიმდინარეობდა და შენობების მოწესრიგება აუცილებელი იყო. ორი-სამი სკოლის შენობას თუ ვერ შეაკეთებდნენ ერთი მაინც მოეწესრიგებინათ.

