საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვრის ფხვენისში მდებარე 60 დესეტინა სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში მ. სვანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 40 კაპიკი შესწირა, ბესარიონ კალანდაძემ, სილ. ჩხაიძემ, ყარამან მამულაიშვილმა – მანეთ-მანეთი, ჯამულეთ ბაჟუნაიშვილმა – 2 მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გიორგის ძე ბარათაშვილის თიანეთის მაზრაში მდებარე 214 დესეტინასა და 1500 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევან იოსების ძე გედევანოვისა და ეკატერინე მიხეილის ასულ გედევანოვის დუშეთის მაზრაში მდებარე 36 დესეტინასა და 1970 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დავითის ძე თაზიევის ხეკორძში მდებარე 17 დესეტინასა და 1580 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ზაალის ასულ ნათიევისა და მისი მეწილის ახატანში მდებარე 433 დესეტინასა და 2280 კვადრატულ საჟენ ტყესა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელენე ზაქარიას ასულ გრუზინსკის და მიხეილ ევგენის ძე თარხან-მოურავის გომისჯვარში მდებარე 161 დესეტინასა და 2160 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათესეს ადგილებსა და საძოვრებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობები: კოჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს ყოველდღე დილის 11-დან 12 საათამდე, ხოლო საღამოს 7-დან 8 საათამდე მიხეილის ქუჩა N 16-ში იღებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სექტემბერში ელენე ნიჟარაძე- ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობას მოაწყობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. გალუსტოვს ქუთაისში ბავშვი დაეკარგა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი თუშეთში მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების შესასწავლად მოგზაურობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ პეტრეს ძე დონდაროვის ზემო და ქვემო სობისში მდებარე 125 დესეტინასა და 240 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ დიმიტრის ასულ მაღალოვის ახტალაში მდებარე 774 დესეტინასა და 589 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ, რევაზ და დავით ივანეს ძე ქარუმიძეებისა და ალექსანდრე და ნიკოლოზ გარსევანის ძე ქარუმიძეების ხურვალეთში მდებარე 98 დესეტინასა და 1210 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის ბებნისში მდებარე 43 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბოსტნე და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ და ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვების ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ყარაღაჯში მდებარე 115 დესეტინასა და 2155 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.