რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების მდივანს, დეკანოზ ლონგინოზ კვიკვიძეს მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძე სწერდა, რომ თბილისის გუბერნატორმა აცნობა ქუთაისის გუბერნატორს 19 იანვარს დაბა ონში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ და სთხოვდა, შეედგინათ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვა და სამოქმედო გეგმა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს მათ, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 დეკემბერს დეკანოზი მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი, იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, ნადეჟდა მიხეილის ასული ჩიკვაიძე, კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე და ლონგინოზ იასონის ძე კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბა ონში მთელი რაჭის მაზრისთვის საზოგადოების განყოფილების გაიხსნის თაობაზე შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას სთხოვდნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სმკითხველოდან 852-ჯერ გაიტანეს წიგნები, აქედან – 105 სასულიერო შინაარსის, 125 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 86 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 9 სამედიცინო, 35 სამეურნეო, 145 საბავშვო წიგნი, 94 ჟურნალი, 253 კი მოთხრობების, ლექსების ან პიესების კრებულები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოთი 326-მა ქალმა და 1 556-მა კაცმა ისარგებლა, მათგან 1259 ქართველი, 160 რუსი, 29 სომეხი, 7 ებრაელი, 378 ოსი, 6 ბერძენი და 43 სხვა ეროვნებისა იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 120 ქართველი, 5 რუსი და 6 ოსი ხელმომწერი ჰყავდა, მათგან 8 სასულიერო წოდების, 31 ვაჭარი, ნოქარი ან მოქალაქე, 2 ჯარისკაცი, 29 მუშა, 63 მოხელე იყო.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას ივანე ჯავახიშვილმა ისაუბრა საქართველოს მუზეუმებში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, აღნიშნა, რომ საეკლესიო მუზეუმი მოსავლელად და სარგებლობისათვის უნივერსიტეტს ჰქონდა გადაცემული და მსგავსი პირობებით უნივერსიტეტს საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებაც შეეძლო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ხაზინადარს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, მდივან ვარლამ ბურჯანაძეს და გამგეობის წევრს, შიო არაგვისპირელს, ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებელთა მიერ წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, ანდერძის ანგარიშების გასწორება მიენდოთ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 18 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლის, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის განცხადების თანახმად, ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი პირველი შინაგანი მომგებიანი სესხის ბილეთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებს გადაეცა, ხოლო მეორე სესხის ერთი ბილეთი და ერთიც, თბილისის საადგილმამულო ბანკისა – საისტორიო საზოგადოებას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ მაისს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 47 100 მანეთის ღირებულებანი გადასცეს, რომელთა ერთი ნაწილი შესანახად სამეურნეო ბანკში შეიტანეს, ხოლო მეორე – სახელმწიფო ბანკში.

