რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 27 ოქტომბერს ლანჩხუთში მყოფი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოვცაძემ მისწერა, რომ განყოფილება იღებდა ისეთ გამოცემებს, როგორიც იყო: „სახალხო ფურცელი“, „ნაკადული“, „მეგობარი“, „აზრი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ზაკავკაზსკიე რეჩი“, „ოგონიოკი“ და „დენ“.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ მათგან კვიტანციების მიიღებისთანავე შეადგენდნენ ოქმს და გაუგზავნიდნენ ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა ხელმოწერებთან ერთად.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 12 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ამავე წლის 10 თებერვალს ხიდისთავში გამართულ სოფლის კრებაზე გამოითქვა საზოგადოების განყოფილების დაარსების სურვილი. მათ გამგეობას შევსებული ოქმი გაუგზავნეს და საზოგადოების ყველანაირი წესდების გაგზავნა სთხოვეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების მდივანს, დეკანოზ ლონგინოზ კვიკვიძეს მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძე სწერდა, რომ თბილისის გუბერნატორმა აცნობა ქუთაისის გუბერნატორს 19 იანვარს დაბა ონში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ და სთხოვდა, შეედგინათ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვა და სამოქმედო გეგმა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს მათ, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 დეკემბერს დეკანოზი მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი, იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, ნადეჟდა მიხეილის ასული ჩიკვაიძე, კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე და ლონგინოზ იასონის ძე კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბა ონში მთელი რაჭის მაზრისთვის საზოგადოების განყოფილების გაიხსნის თაობაზე შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას სთხოვდნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სმკითხველოდან 852-ჯერ გაიტანეს წიგნები, აქედან – 105 სასულიერო შინაარსის, 125 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 86 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 9 სამედიცინო, 35 სამეურნეო, 145 საბავშვო წიგნი, 94 ჟურნალი, 253 კი მოთხრობების, ლექსების ან პიესების კრებულები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოთი 326-მა ქალმა და 1 556-მა კაცმა ისარგებლა, მათგან 1259 ქართველი, 160 რუსი, 29 სომეხი, 7 ებრაელი, 378 ოსი, 6 ბერძენი და 43 სხვა ეროვნებისა იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 120 ქართველი, 5 რუსი და 6 ოსი ხელმომწერი ჰყავდა, მათგან 8 სასულიერო წოდების, 31 ვაჭარი, ნოქარი ან მოქალაქე, 2 ჯარისკაცი, 29 მუშა, 63 მოხელე იყო.

