რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილება ფლობდა სამკითხველოებს: ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, რაჭის, მუხურის, ჩხარის, საზანის, წევისა და ყვირილის. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ გადაწყვიტა გამარტივებული ანბანის შესადგენად სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია მიეწვია. თუმცა საქველმოქმედო საზოგადოების საბეჭდი მანქანის ქართულ ანბანს (ბეჭდურ შრიფტს) დროებით მისაღებად მიიჩნევდა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული უნივერსიტეტის გამგეობამ საზოგადოების გამგეობას ხელნაწერების უნივერსიტეტში გადატანის ნებართვა სთხოვა. ხელნაწერებით სარგებლობის უფლება გარეშე პირებსაც ექნებოდათ. გამგეობამ მათ ხელნაწერების გამოყენების ნება დართო პროფესორ ივანე ჯავახიშვილის პასუხისმგებლობით. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1908
ტიპი: ავტორობა
ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად შექმნილი საგანგებო კომისიის 1908 წლის 8 მაისის ანგარიშის თანახმად, საგურამოს მამულის ვალი 1-ლი ივლისისთვის 20 365 მანეთსა და 32 კაპიკს მიაღწევდა, მაგრამ აღნიშნული თანხა საშიში არ იყო ილიასეული კარმიდამოსთვის – სამსართულიანი ქვითკირის სახლი ბაღით, წინა ვენახით, ცემენტის აუზით, მშვენიერი წყაროთი და დამხმარე ქვითკირის შენობებით; მარტო ვენახი 22 დესეტინა იყო, სახნავი – არანაკლებ 100 დესეტინისა. ერთი დესეტინა სახნავი 100 მანეთი ღირდა, ვენახი კი სულ იაფად – 30 000 მანეთად მაინც გაიყიდებოდა. მაშასადამე, მარტო ვენახისა და სახნავის ერთიანი ფასი 40 000 მანეთს უდრიდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა.
1908
ტიპი: ავტორობა
ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში განხილულია საკითხი – განსვენებული პოეტის მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში რამდენად შეძლებდნენ თანმხლები ვალების გასტუმრებას და თავად „საზოგადოებასაც" დარჩებოდა თუ არა სარგებელი. სახელდობრ: ქალაქის სახლის გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან იქ პოეტის სახელზე რაიმე კულტურული დაწესებულება უნდა გახსნილიყო, სანაცვლოდ საგურამოს ვენახებისა და სახნავის გაყიდვით გაისტუმრებდნენ ყველა ვალს, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების ხელში გადავიდოდა სახლი, წინა ვენახი, ბაღი და 164 დესეტინა ტყე, ამასთან – სახლი თბილისში, რომელიც ვალისგან თავისუფალი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.
1908
ტიპი: ავტორობა
ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ვრცელ ანგარიშში ჩამოთვლილია განსვენებული პოეტის ვალები: სათავადაზნაურო ბანკში დაგირავებული საგურამო-წიწამურის სოფლის მამულისა – 12 440 მანეთი და 77 კაპიკი; იმავე ბანკში დაგირავებული ქალაქის სახლისა – 7 178 მანეთი და 72 კაპიკი; ამას გარდა, განსვენებულს 10 000 მანეთის ვალი დარჩა თამასუქებით – ერთიანად ვალის რაოდენობამ შეადგინა 29 619 მანეთი და 49 კაპიკი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის მაისში საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილებას სწერდა, რომ ფასიანი ქაღალდები მხოლოდ სამინისტროს საქმისმწარმოებლის – ი. ა. გოლდმანის (შემცვლელები შეიძლება ყოფილიყვნენ ტარასი გრიგორის ძე აბაშიძე ან ნ. გ. ახმეტელოვა) ხელმოწერით იქნებოდა ძალაში.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სოფელ ღორეშას სამკითხველოს გამგე ნიკოლოზ ორჯონიკიძე, გამგეობის წევრები: სვიმონ ჭუმბურიძე, იოსებ ორჯონიკიძე, არისტოფანე რამინაშვილი და მაქსიმე გაჩეჩილაძე მთავარ გამგეობას სამკითხველოსთვის ქართულ წიგნებს სთხოვენ.

