საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33137

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მაისს ქალაქის საბჭომ განიხილა ლეგა ხუცურაულის საჩივარი. მისი თქმით, ის ქალაქის საყასბოს დარაჯი იყო და უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ საჩივარი უყურადღებოდ დაეტოვებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 სექტემბრის თბილისში მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფარი აკურთხეს. კურთხევას მრავალი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი და გორსკი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცელიდან” ვიგებთ, რომ მედუქნეებმა, ს. კიკვიძემ და იაგორ ბარხუდაროვმა მთავარმართებელს გაუგზავნეს თხოვნა, სადაც ეწერა, რომ ქალაქის გამგეობა სამიკიტნოებზე ბაჟის გაწერისას უნდა სარგებლობდეს სამიკიტნოების არსებული რაოდენობით და არა სამიკიტნოების იმ სავარაუდო რიცხვით, რომელსაც გამგეობა ადგენს ხოლმე წლის დასაწყისში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბერს ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრება გაიმართა. იმ კრებაზე ახლად არჩეულმა გამგეობის წევრებმა ძველი გამგეობის ქონება გადაიბარეს. კერძოდ, ქონება ჩაბარდა ყარამან მამულაიშვილს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძეს არქეოლოგიური კვლევები დაგეგმილი ჰქონდა სიღნაღის მაზრის სოფელ ჭერამში და თელავის მაზრაში – გრემსა და ნეკრესში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბერს გამართულ ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე საქმეები დიმიტრი ცეცხლაძეს შეესრულებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თავადაზნაურთა უკანაკსკნელი არჩევნების გამო შეტანილი საჩივარი გრიგორი გოლიცინს განუხილავს, თუმცა უსაფუძვლოდ მიუჩნევია და უყურადღებოდ დაუტოვებია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ქალაქ ეჩმიაძინში მიემგზავრებოდა, რათა არზრუმის ეპისკოპოსად ეკურთხათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკასიის სამხედრო შტაბის ტოპოგრაფი, კლემენტიევი ქალაქ თბილისის ახალი რუკის შესადგენად საჭირო ცნობებს აგროვებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 სექტემბერს ვედენსკი და მიხეილ შალიკოვი რკინიგზის რამდენიმე მოხელესთან ერთად ბათუმში მიემგზავრებოდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი შესანიშნავი მქადაგებელი იყო. ვანქის ეკლესიაში მის ქადაგებას ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის სომხების მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები მრავლად იყვნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ახალი წიგნი „ყვავილთა შორის” იბეჭდებოდა, რომელიც გიორგი ტატიშვილის მიერ ხეზე ამოჭრილი სურათებით უნდა გაეფორმებინათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 მაისს იოსებ ლაღიაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის სახლში ძალით შეიჭრა და ცუდი ყოფა-ქცევის მოწმობის გადასწორება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო და შემდეგ ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს პროკურორი, გამომძიებელი, ვიცე-გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე და მთავარეპისკოპოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი შეიკრიბნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი და ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა ქართულ თეატრში დრამა „არსენას“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვაჟა-ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე და სხვ. ქართულ თეატრში დივერტისმენტს წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძეს ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. მის სახელზე საჩივარი იყო შეტანილი და საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 ოქტომბერს გრიგორი გოლიცინი მეუღლესთან ერთად „ხილეულობისა და ბაღოსნობის” გამოფენას ესწრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვს გამგებლისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვს ყალბი ფრანგული გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ ივლისს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზიას“, რომელშიც მონაწილეობდნენ ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე კითხულობდა, სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა როდემდე უნდა ყოფილიყო მხოლოდ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ღვაწლის, ჯაფისა და გულკეთილობის იმედად. სკოლას ფინანსური დახმარება სჭირდებოდა და ქართველი ადამიანის ვალდებულება იყო ასეთი ეროვნული საქმისთვის ეზრუნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, კ. ჩიკვაიძე ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის რევიზიის გამო პეტერბურგში მიემგზავრებოდა, რათა საფინანსო სამინისტროსთვის არჩევნების დანიშვნის დაჩქარება ეთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა ყოველდღე, გარდა კვირისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე პაციენტებს იღებდა თბილისში, პეტროგრადის ქუჩა 7-ში.