რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 ნოემბერს დღის 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობას (ახალი კლუბის დარბაზში) საზოგადოების რწმუნებულთა კრება ჰქონდა, სადაც უნდა განეხილათ: 1916-1917 წლების ანგარიში; სარევიზიო კომისიის მოხსენება; მთავარი გამგეობის მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ; 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა; მთავარი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევის საკითხი; სასკოლო, ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მოწყობის, წიგნების გამომცემელ და სამუზეუმო სექციათა წევრების არჩევნების საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 29 აგვისტოს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ პირველი სექტემბრიდან თბილისის ერთ-ერთ სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაეყვანათ. ბათუმის კლიმატი ცუდად მოქმედებდა მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობაზე და ისინი მუდამ ავადმყოფობდნენ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრობის მსურველებს საწევრო თანხა პირდაპირ გამგეობის მოლარესთვის უნდა წარედგინათ, მას აღარ აგროვებდა საწევრო თანხის შემგროვებელი აგენტი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის მცხოვრებთა რაოდენობასთან შედარებით განყოფილების წევრების რიცხვი ძალიან ცოტა იყო. მისი აზრით, ბევრად მეტი წევრი უნდა ჰყოლოდა ყვირილის განყოფილებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის კრებაზე რწმუნებულებს უნდა ჰქონოდათ კრებაზე შესასვლელი ბილეთები, ხოლო სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ რწმუნებულებს კი წარედგინათ სათანადო საბუთები იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად არჩეულნი იყვნენ. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

