რეგისტრირებული ფაქტები18717
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეების გარდა სოფელ ჯუმათში იყვნენ სხვა ბავშვებიც, რომელთა მშობლებსაც არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების შეძენა და ამ მიზეზით არ შემოჰყავდათ სკოლაში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, განყოფილებაში არსებობდა თეატრალური, სცენისმოყვარეთა ჯგუფის შესადგენი და სახელმძღვანელო ჯგუფები. ანგარიშს ხელი მოაწერა თავმჯდომარე ტარას დავითის ძე ორჯონიკიძემ.
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ცირკის მმართველ ტაურეკის ერთი წარმოდგენიდან მისთვის ჩაბარებულ სკოლას 132. 24 მანეთი ერგო და სთხოვა, ეს ფული (აკლდა 40 მანეთი, რომლითაც სკოლისთვის შეშა იყიდა) სექტემბრიდან ყოველ თვე 20 მანეთის დაქვითვით მისი ხელფასიდან აეღოთ.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის განცხადება საკანცელარიო ნივთების შეძენის თაობაზე. განცხადების თანახმად, მაღაზიის გამგეს უნდა ჰქონოდა უფლება, პრეზიდიუმის ნებართვით შეეძინა საკანცელარიო ნივთები 200000 მანეთის ფარგლებში. გამგეობამ ეს წინანადება მიიღო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სეით იაშვილი სთხოვს, მიეცეს მისი წიგნების ჰონორარიდან თანხა, ან ერთბაშად ან ყოველთვიურად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა იაშვილისთვის 1-ლი თებერვლიდან თვეში 25000 მანეთი. თავის მხრივ, იაშვილს ყოველთვიურად უნდა ჩაებარებინა საზოგადობისათვის საჭირო რაოდენობის წიგნი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ყალამშის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: ყალამშის სკოლის შენობისთვის გადაედოთ 512.20 მანეთი, ხოლო ნივთების შესაძენად 91 მანეთი, ასევე სკოლის მოსაწყობად თანხა დაეხარჯათ თავადაზნაურების შემოწირული თანხიდან და ინსპექტორის ჯამაგირიდანაც.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბათუმში მცხოვრებმა წიგნების გამომცემელმა, მიხეილ კალანდაძემ, რომ მისგან შეეძინათ „დედა-კაცი“ და „სოციალიზმი“. გამგეობამ მ. კალანდაძისგან საკომისოდ შეიძინა აღნიშნული წიგნები.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვაჟა-ფშაველამ, რომ მიეცათ მისთვის დახმარების სახით 100 მანეთი აკაკის ფონდიდან. გამგეობამ განაცხადა, რომ აკაკის ფონდიდან მსგავსი დახმარებისთვის თანხის გატანა არ შეიძლებოდა, ხოლო თავად გამგეობას არ გააჩნდა შესაბამისი თანხა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აწყურის სამრევლო სკოლის გამგე, მღვდელ ეფრემ ინასარიძის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 23.70 მანეთის სახელმძღვანელოები, სკოლის ქართველ მაჰმადიანთა მოსწავლეებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ე. ინასარიძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება მთავრობის წინაშე შუამდგომლობის შესახებ. შუამდგომლობა ეხებოდა მირიმანოვის სახლის რეკვიზიციას, კერძოდ, სახლის იმ ნაწილის, რომელიც წიგნის მაღაზიას ემიჯნებოდა. გამგეობამ მოიწონა კარიჭაშვილის წინადადება.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე სთავაზობს გამგეობის წევრთა სხდომაზე დასასწრები გასამრჯელოს მომატებას თანახმად სატარიფო პალატის დადგენილებისა თავდაპირველად დანიშვნის შემდეგ. გამგეობამ დაადგინა, წევრთათვის გასამრჯელო მოემატებინა თანახმად სატარიფო პალატის დადგენილებისა სხვადასხვა დროს.