საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18717

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის სხდომაზე წარმოადგინეს შალვა გოგებაშვილის თხოვნა, რომ იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად საზოგადოებას მიეცა მისთვის საშუალება დაესრულებინა უმაღლესი სასწავლებელი. გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან ი. გოგებაშვილის ანდერძი აღსრულებაში მოყვანილი არ იყო, შალვა გოგებაშვილისთვის მიეცათ 10 თუმანი ნაანდერძევი ფულის ანგარიშში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ სოფელ კორბოულში იაკობ გოგებაშვილის სახელზე გახსნეს ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც ბიბლიოთეკის გამგეობა წიგნებით დახმარებას ითხოვდა. გამგეობამ მათ 10 მანეთის წიგნები გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს პირველდაწყებითი უმაღლესი სკოლების ნაციონალიზაცია მთელ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ პირველ კლასში განხორციელდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილმა საზოგადოებას თავისი შედგენილი სახელმძღვანელოები უანდერძა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ იმდროინდელი სკოლა პოლიტიკური ექსპერიმენტის საკითხად იყო ქცეული, ქართულ ენას კი სახელმწიფო დევნიდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა დამფუძნებელ კრებას აცნობა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს სწავლება პირველდაწყებით სახალხო სკოლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განხორციელდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სტიპენდიების შესახებ ანგარიში განიხილეს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ 21 მოსწავლე გამოცდების შემდეგ სკოლიდან გავიდა, პირველი სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე 23 მოსწავლე დაემატა და სკოლაში სულ 66 მოსწავლე იყო, აქედან – 30 მაჰმადიანი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა შესთავაზა, თბილისში გაეხსნათ სამასწავლებლო სემინარია საკოოპერაციო-სამეურნეო განყოფილებებით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 8 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუსუდან სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას თხოვნა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე მიეცათ 27832 მანეთი და 60 კაპიკი ოლღა ჭავჭავაძისთვის სანოვაგის შესაძენად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება, რომ გამგეობას დაებეჭდა მისი გეოგრაფია. გამგეობამ ა. ჭიჭინაძის გეოგრაფია განსახილველად და შემდეგ მოხსენების გასაკეთებლად მეთვალყურეს გადასცა.