საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკმა თბილისში არწუნისეულ თეატრში წარმოდგენა გამართა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის თხოვნითა და თბილისის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით მის უფლებებს ადვოკატი ტურკევიჩი დაიცავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის გამგეობამ წყლის გასაყვანი მილები შეუკვეთა ბელგიაში და მის მისაღებად ინჟინერი კონრადი გაგზავნა. 20 ივნისს გზავნილი თბილისში ჩამოვიდოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ მას სურდა შეედგინა სია იმ ქართული ხელნაწერებისა, რომლებსაც დავით ამირიძე ფლობდა, თუმცა მისი ავადმყოფობის გამო ეს ვერ მოახერხა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და ილია მირიანის ძე ჭყონია წაიყვანა დავით ამირიძესთან, რომლისგანაც ლექსად თქმული ხელნაწერები „ბარამიანი“ და „როსტომიანი“ ითხოვეს. 1 წლის შემდეგ „როსტომიანი“ დაუბრუნა ამირიძეს, „ბარამიანი“ კი ილია ჭყონიამ წაიღო და აღარ დაუბრუნა მფლობელს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე ილია მირიანის ძე ჭყონიას სთხოვდა, რომ ხელნაწერი „ბარამიანი“ დაებრუნებინა მფლობელ დავით ამირიძისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანგი მწერალი კანდიანი-კოლონა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ შესახებ წერდა, რომ ეს პოემა საქართველოში გავრცელებული ძველებური თქმულება იყო, ლამაზად და ლექსად თქმული, რომელიც თავად ფრანგულ თარგმანში ცოტათი შეცვალა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი უარყოფდა გრავიორ გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის ბრალდებას მის მიერ ამოჭრილი ასოების აფიშებში გამოყენების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი წერდა, რომ თავის აფიშებზე დატანილი ასოები გრავიორ გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის მიერ ამოჭრილ ასოებთან შეედარებინათ და ამით გაირკვეოდა, ჰქონდა თუ არა მას გამოყენებული ტატიშვილის ასოები. იმ შემთხვევაში თუ ეს დამტკიცდებოდა, მაშინ პასუხისმგებლობას აიღებდა ბრალდებაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგნატე მრევლოვს წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხის ჯილდო გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ კანდელაკს წმ. ანნას მე-2 ხარისხის ჯიდლო გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე მახათაძეს წმ. ანნას მე-3 ხარისხის ჯილდო გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია მთვარელოვს წმ. ანნას მე-3 ხარისხის ჯილდო გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე მრევლოვს წმ. ანნას მე-3 ხარისხის ჯილდო გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე პიესა „დავიდარაბას“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე ანრი მელიაკისა და ლუდოვიკ ჰალევის სამმოქმედებიან კომედიას წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე რაფიელ დავითის ძე ერისთავის მიერ გადმოკეთებულ ერთმოქმედებიან კომედიას „ბარაქალა ოსტატოს“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „Русския Въдомости-ს“ პეტერბურგიდან მისწერეს, რომ მთავრობამ დაამტკიცა კავკასიის სამხედრო სასამართლოს განაჩენი პოდპოლკოვნიკ ი. ს. იოსელიანის ტობოლსკის გუბერნიაში გადასახლების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართული სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ იყიდებოდა: გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში, სემინარიის პირდაპირ, ზუბალოვის სახლებში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულის საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგენდნენ სამმოქმედებიან კომედია „დავიდარაბას“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგენდნენ ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბარაქალა მასწავლებელოს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 სექტემბერს ბათუმში ჩასულ მარიამ რომანოვს გრიგორი გოლოცინი, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 სექტემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების დარბაზში ე. ს. მერჟეევსკიმ ღონისძიების დამსწრეებს გააცნო, რა ვითარება იყო კავკასიაში მეაბრეშუმეობის, მაუდის, შალის და ხალების წარმოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შესაძლებელი იყო წარმოების გაუმჯობესება და ამისთვის მეურნეებს საჭირო ზომებისთვის უნდა მიემართათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 სექტემბერს სოფელ ატოცში ნიკოლოზ სამარღანიშვილმა და მისმა შვილმა, შაქრო სამარღანაშვილმა მიტო ფალავანდიშვილი მოკლეს და ვანო გრიგოლის ძე დიდებულიძე დაჭრეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს დიდების ტაძარში უნდა გამოეფინათ ალექსეი ეისნერის ნახატები. მხატვარმა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის პორტრეტები დახატა.