რეგისტრირებული ფაქტები2119
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხაილ ივანეს ძე შნეიდერს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 2181 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სილიბისტრო გოჯასპირის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში უსახელო ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მერაბ გიორგის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა დაბა ყვირილაში მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 225 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, შარმაზონ და ირაკლი დიმიტრის ძე ნიჟარაძეებს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ მაღლაკში მდებარე 30 დესეტინა და 1272 კვადრატული საჟენი სახნავი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ივანე სტეფანეს ძე ხატისოვს სახლი ჰქონდა თბილისში, სოლოლაკის ქუჩაზე.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სურგუნოვს სახლი ჰქონდა თბილისში, ერევნის მოედანზე.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კომპანია „Надежда“-ს კანტორა განთვასებული იყო ივანე სტეფანეს ძე ხატისოვის სახლში, სოლოლაკის ქუჩაზე.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ისააკ თანდოევს სახლი ჰქონდა თბილისში, ველიამინოვის ქუჩაზე.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის მეორე საზოგადოების სააგენტო განთავსებული იყო თბილისში, სოლოლაკის ქუჩაზე მდებარე ივანე ხატისოვის სახლში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჩატახის თუჯის სადნობი ქარხანა, რომელიც თბილისიდან 74 ვერსტზე მდებარეობდა, ნამდვილი სამოქალაქო მრჩევლის, ვიტეს მემკვიდრეებსა და პრუსიის ქვეშევრდომ ჰერმან ბერნულს ეკუთვნოდა.
1865
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1865 წლის პირველი იანვრიდან შაბის წარმოებაზე და გაყიდვაზე უფლებები 12 წლით გადაეცა თბილისის მოქალაქე ხარიტონოვს.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გაბრიელ შადინოვს სახლი ჰქონდა თბილისში, სადოვაიას ქუჩაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ძმები სტეფანოვები მაღაზიას ფლობდნენ თბილისში არტილერიის ქუჩაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰაჯი ჰუსეინ-ყული თბილისში ფლობდა ფურნეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ შაფრანოვი თბილისში ფლობდა დუქანს და ყიდდა საოფიცრე ავეჯს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის განცხადება, რომ ფლობდა ლურსმული წარწერებით 20-ზე მეტ ქვას, რომლებიც სხვადასხვა ადგილას შეიძინა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები წოვიანოვები თბილისში სიონის ქუჩაზე ფლობდნენ საბანკირო კანტორას.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში მიხაილოვის ქუჩაზე გ. ქართველიშვილი ფლობდა სახლს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახმეტაში ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი ფლობდა იშვიათი გამოცემის „ვეფხისტყაოსანს“.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „თფილისის ფურცლის“ ცნობა, რომ ლორთქიფანიძე ფლობდა ტრამვაის.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნი ეტრატის მსგავს ქაღალდზე მსხვილი და ლამაზი ასოებით იყო დაწერილი. ფურცლებს გვერდები მორთული ჰქონდა ვარაყითა და მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველებისაგან დასურათებული არშიებით.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნი დიდ ფურცლებზე იყო დაწერილი, კარგი ყდა და სიძველისაგან დაშლილი ფურცლები ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნის ყდის მიწერილობიდან ირკვეოდა, რომ პოემა გადაწერილი იყო ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზ გიორგის ძის მეფობის მესამე წელს (1661-1664 წლებში).

