რეგისტრირებული ფაქტები17484
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, არსენ წითლიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ჯანაშია სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, სპირიდონ მატარაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, პოლიკარპე ლორთქიფანიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარი იყო ივანე ზურაბიშვილი.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 23 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა დავით ესტატეს ძე ღვინიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში პედაგოგის ადგილი სთხოვა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის 19 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა ლიზა ნათაძე.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 23 ნოემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო ალექსანდრე მიქაბერიძე.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 26 დეკემბერს კაკაბეთის სკოლის პედაგოგმა ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლაში პედაგოგის ადგილი სთხოვა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის პირველ ივლისს მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მმართველად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გურჯაანის ფილიალის წევრები იყვნენ: ანა იოსების ასული აბაშიძე, ნინა იროდიონის ასული თიბილოვა, იოსებ მიხეილის ძე ჯალიაშვილი, ანა ჯიბლაძე, მარია ნავოჩენსკაია და ანასტასია ალხაზაშვილი.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 22 მაისს კ. დ. მესხი რუსეთის მეორე დამზღვევი საზოგადოების ოლქის ინსპექტორი იყო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ დირექცია წინააღმდეგი არ იყო, პართენ გოთუა დანიშნულიყო კავკავის სკოლის გამგედ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 სექტემბერს ტარას მომცელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის გამგედ ექვთიმე თაყაიშვილი დაენიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის სექტემბერში ტარას მომცელიძემ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მისი თვიური ანაზღაურება 3 თუმანი იყო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.

