რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 სექტემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ე. ს. მერჟეევსკი და არტემ ფირალოვი იკვლევდნენ იმას, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო საფეიქრო და საქსოვი სახელოსნო, რომლის დაარსებასაც ამიერკავკასიაში შინამრეწველობის გასაუმჯობესებლად აპირებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა გიორგი ერისთავის პიესა „უჩინმაჩინის ქუდი”.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკი სამსახურის საქმეების გამო კახეთში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პ. ფ. სლავუტინსკიმ ტემპერატურის გასაზომი იარაღი გამოიგონა. მისი მიზანი იყო, რომ სოფლის მეურნეებისა და გლეხებისთვის საქმიანობა შეემსუბუქებინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ისარლიშვილმა თბილისის საბაღოსნო გამოფენას ძალიან გემრიელი, დიდი ზომის ხილი გაუგზავნა, რომელიც სოფელ საღოლაშენში მოიყვანა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თამბაქოს ქარხნის მეპატრონის, მ. პ. საფაროვის გარდაცვალების გამო ქარხანა რამდენიმე დღით დაიკეტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით შემოქმედის წიგნსაცავის გამგეობამ ფინანსური დახმარების გამო მადლობა გადაუხადა ყარამან მამულაიშვილს, ლუკა ცისკარიძეს და ფილიპე ბურჭულაძეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი უცხოეთიდან დაბრუნდა და სამხატვრო კლასები გახსნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ყარსის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობას ვურცელი ყოველკვირეულად ამოწმებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ბ. ა. ჯაბადარმა ქალაქის გამგეობას მოახსენა, რომ თბილისში ქუჩის ფარნების დიდი ნაწილი გამოსაცვლელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის სახელზე სტიპენდიის დაარსება გადაწყდა. ამ სტიპენდიით თბილისისა და ქუთაისის გიმნაზიების თითო სტუდენტისთვის სწავლა სრულად უნდა დაეფინანსებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბერს ქართულ თეატრში უნდა გამართულიყო საქველმოქმედო წარმოდგენა „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე”. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი, გედევან გედევანოვი, სვიმონ გოგოლაშვილი და სხვ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ლანჩხუთში მცხოვრებ ქალებს განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებოდათ, რადგან მათი ყოფილი მასწავლებელი არსენ სიმონის ძე წითლიძე ვეღარ ახერხებდა ამ საქმიანობის გაგრძელებას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელ კულაშში ექიმი გინზბურგი დაბინავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვეტერინარი თევდორე ცინცაძე ქალაქ ფოთში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბერს ქართულ თეატრში დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „რაც გინახავს – ვეღარ ნახავ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი (ტყვიაველი), კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბერს ქართულ თეატრში დრამატული დასი წარმოადგენდა რურულიდან თარგმნილ ერთმოქმედებიან კომედიას „გულმა იგრძნო“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ თონეთის მაზრის უფროსს, ლევან ჯანდიერს ფასანაურის ფოსტიდან გაქცეული პატიმრების სწრაფად შეპყრობისთვის მადლობა გადაუხადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათეატრო კომიტეტი ზამთრის სეზონზე წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხის მოწვევას გეგმავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის თამაში სპექტაკლებში „ჟან-ბოდრსა“ და „შეშლილში“ განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მაყურებელს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ სამმოქმედებიან დრამა-კომედიას „შეშლილს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.

