რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მათ მიერ გაგზავნილი 1 800 მანეთის სახელმწიფო ბანკში შენახვა სთხოვა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა დაედასტურებინა, რომ თელაველებმა 1 800 მანეთი სახელმწიფო ბანკში შეინახეს. თელავის განყოფილებას სურდა, ეს თანხა მთავარ გამგეობას ყოველწლიურ ანგარიშში აღენიშნა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავრა 1912 წლის გამგეობის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას 1912 წელს ჰქონდა ერთი სკოლა. ოქმს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ცდილობდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წევრთა რიცხვის გაზრდით, ვაჭრობის გაფართოებითა და გასართობი საღამოების გამართვით. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოწესრიგებას გეგმავდა, რისთვისაც 3 000 მანეთი სჭირდებოდა. საზოგადო კრების დადგენილებით თელავის განყოფილებას ეს თანხა უნდა ეთხოვა თბილისის თავადაზნაურობისთვის, რომელმაც თავის დროზე შეისყიდა მამული და მათ გადასცა. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მუშაობის ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილებამ 1 500 მანეთად შეაკეთა ილია ჭავჭავაძის მამულში მდებარე წისქვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფ. ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ფართობი 100 კვ. საჟენს შეადგენდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალექსანდრე ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე ძველი კარ-მიდამო წარმოადგენდა სამოთახიან ქვის შენობას კრამიტის სახურავითა და აივნით, რომელიც გარს უვლიდა ყველა ოთახს. საკმაოდ ძველი ნაგებობა კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა. კერძოდ, საჭირო იყო ბათქაშის გამაგრება გარედან და შიგნიდან, იატაკების, სახურავისა და აივნის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე იდგა ორსართულიანი კოშკი. ქვედა სართული შედგებოდა ორი ოთახისგან, დიდისგან და პატარისგან. მეორე სართულზე იყო ერთი დიდი ახალგარემონტებული ოთახი აივნით. მთლიანობაში კოშკის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. საჭირო იყო აქა-იქ კედლების გადაღებვა და კიბისა და ბუხრის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

