რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა ნიკოლოზის ასულ ბაგრატოვისა და ვასილ იოსების ძე ბგრატოვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გიორგის ძე კვესაძის თბილისში, ვერაზე, მდებარე ორ ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე სარაჯიშვილმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვებმა დაამტკიცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები იაკობ ღულაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვებმა დაამტკიცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები არჩილ ჯორჯაძემ და ნიკოლოზ ცხვედაძემ დაამტკიცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 აგვისტოს კ. პ. პობედონოსცევი და ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი საქართველოში ჩამოვიდოდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკი პ. პ. კულბერგი თბილისში დაბრუნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიის ცნობით, რევოლუციამ ნინუას კარიერის აწყობის შესაძლებლობა მისცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახური გააკრიტიკა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც რკინიგზაზე მომსახურე მდინარაძის სიკვდილის შესახებ ისაუბრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის კომიტეტმა ნინუას დაავალა რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის საფუძვლიანი რეორგანიზაცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის კომისარ ნინუას რკინიგზის მთავარი ექიმის კანცელარიაში გაუმწესებია ფელდშერი გიორგაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა კორნეტ დავით ბეჟანის ძე წერეთლის პანაშვიდი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში იხსნებოდა ვოკალური ანსამბლის კლასი, რომელსაც გაუძღვებოდა პროფესორი ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში იხსნებოდა ქართული საეკლესიო მუსიკის კლასი, რომელსაც გაუძღვებოდა უფროსი პედაგოგი დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (არაკჩიევი).
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინის ხელმძღვანელობით ჩატარდებოდა საორკესტრო და საგუნდო კლასის რეორგანიზაცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ი. ი. კამსკის ფელეტონი, რომელიც ეხებოდა „ტანჰეიზერის“ ახალ დადგმას სახელმწიფო თეატრში. ფელეტონიდან ირკვევა, რომ „ტანჰეიზერის“ პრემიერას სახელმწიფო თეატრში დაესწრო სამხედრო ოლქის ყოფილი უფროსი და გერმანული მისიის ხელმძღვანელი ფრიდრიხ ფონ კრესი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იმ დღეს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა კონცერტი, სადაც ვეკერლინის მენუეტს შეასრულებდა ბურაგო-ცეხანოვსკაია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემერს დღეს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა კონცერტი, რომელზეც შესრულდებოდა სერენადა რიკარდო დრიგოს ბალეტიდან „არლეკინიადა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იმ დღეს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა კონცერტი, რომლის რეჟისორიც იყო მ. ს. მიხაილოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იმ დღეს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა კონცერტი. ორკესტრს ხელმძღვანელობდა თ. ს. კაცი, მონაწილეობდნენ ბ. ს. გესი და ნ. ს. ბენდიცკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვერის დაღმართზე, მელიქ-არამიანცის ბაღში მდებარე საზაფხულო კაფე-რესტორან „ამირანში“ უკრავდა ორკესტრი მ. ა. შჩეგლოვის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 სექტემბერს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც როიალის აკომპანემენტს შეასრულებდნენ ა. ო. ნემეტი და ე. თ. სერდიუკოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნავთის სადგურის „Багрушев“ თანამშრომლებს საჩივარი დაუწერიათ გიორგაძეზე, იმის გამო, რომ იგი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მერვე საექიმო ნაწილის საბჭოს წარუდგენია წერილობითი განცხადება გიორგაძის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

