საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმის ასლი გაუგზავნა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგმა ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილმა და მდივანმა ილია პავლეს ძე გორდეზიანმა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას შეატყობინა, რომ განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე ყველა მოხსენება ზეპირად წარადგინეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგმა ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილმა და მდივანმა ილია პავლეს ძე გორდეზიანმა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმს ხელი მოაწერეს: ილია გორდეზიანმა, ნინო მთვარელიშვილმა, ნინო ცისკარაშვილმა, მარიამ კანდელაკმა, დიმიტრი დეკანოზიშვილმა, სიმონ კევლიშვილმა, გიორგი მარკოზაშვილმა და დავით ლუკაშვილმა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი უტყუარობა დაადასტურა განყოფილების გამგეობის მდივანმა ილია გორდეზიანმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტი ვ. ლავროვიჩი წერდა, რომ კაზაკებისა და „დობროარმიის“ სიძულვილით სავსე მთიელი ჩეჩნები მამა-პაპათა საბრძოლო სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი და არ აპირებდნენ, დანებებოდნენ ერისხან ალიევის „სახალხო მმართველობას“. გამოცდილმა გენერალმაც იცოდა, რომ იარაღის ძალით მთიელებისთვის თავისუფლების წართმევის მცდელობა ძვირად დაუჯდებოდა და ფრთხილობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთის მამასახლისმა ბათა ჯალაღანიამ გლეხების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სოფლის გლეხობამ გამართა ყრილობა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა და ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები. ყრილობაზე განიხილეს ახუთის სკოლისთვის ახალი შენობის აშენების საკითხი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გამომცემლობა „მწყემსმა“ დაბეჭდა „სამოსწავლო ჟამნი“, შედგენილი ხუცური ასოებით დავით ღამბაშიძის მიერ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ოქტომბერში სამსონ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეწერათ სენაკის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, რომ უჩვენონ მას საშუალება იმ ფულის გასასტუმრებლად, რომელიც მათი ანგარიშის თანახმად ზედმეტად დაიხარჯა სკოლის შენობაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა თავისი აზრი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის თაობაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ფოტოგრაფიის განყოფილების ყოფილი გამგე ვასილ როინაშვილი ითხოვდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაეთმო მისთვის ზოგიერთი ნივთი, რომლებიც ზედმეტი იყო ფოტოგრაფიის განყოფილებისთვის: პავილიონის კამერა, რამდენიმე დეკორაცია, პატარა ცხელი პრესი, საოჯახო კომოდი და სარკიანი კარადა.

1899

ტიპი: ავტორობა

ძველი სენაკის სკოლის ინპექტორად დანიშნული თომა მთავრიშვილი 1899 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ამ თანამდებობიდან განთავისუფლებას და ისევ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად დატოვებას, ვინაიდან ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ძველი სენაკის ჰავა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა მიხაილ იაკობის ძე შალიკოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ დიდ ჯიხაიში უფასო სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის ნებას რთავდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სკრის სკოლისათვის რამდენიმე „დედა ენისა“ და რვეულების გაგზავნას სთხოვდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, შეეძინათ თავიანთი ხარჯით „ჯადოფარანი“ (პროექტორი) და გადაეცათ იმ წრისთვის, რომელიც მართავდა სახალხო კითხვებს რუსულ და ქართულ ენაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის მსურველ პირთა თხოვნები და დაადგინა, განაცხადები სკოლის გამგისთვის გაეგზავნა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადგილზე აერჩიათ მასწავლებლები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივლისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მომავალი 1899/1900 წლისთვის შემდეგი სასწავლო ნივთები: „ბუნების კარი“ – 25 ც., „დედა ენა“ – 70 ც., „ლოცვანი“ – 60 ც., „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ − 30 ც., „მოსავლის მცველნი“ − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ II ნაწილი − 30 ც., ქართულის რვეულები N1 − 300 ც., N2 – 100 ც., ცალხაზიანი რვეულები – 160 ც., საანგარიშო რვეული – 440 ც., კალმისტარი – 150 ც., მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთების საერთო ღირებულება იყო 133 მან. 80 კაპ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივლისში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წუხდა კავკავის სკოლის გამგებლობაზე ტიტე კახიძის უარის გამო. აღნიშნა, რომ კახიძე კარგი გამგე იყო, რომ კავკავის სკოლის წარმატება მისი დამსახურება იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მათი თხოვნით ის დარჩებოდა თანამდებობაზე ახალი გამგის არჩევამდე, მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე ჩავიდოდა სკოლაში, ხოლო მისი ჩასვლის შემდეგ კახიძე უარს აცხადებდა, სკოლაზე პასუხისმგებლობა გაეწია.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის სექტემბერში ივანე კილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ქუთაისის საკვირაო სკოლისთვის შეღავათიან ფასად მიეცათ წიგნები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენდა 22 მან. 35 კაპ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა აბდულ ეფენდი მიქელაძეს მისწერა, რომ საზოგადოების 13 მაისის გადაწყვეტილების (N32) თანახმად, მას ეგზავნებოდა შემდეგი წიგნები: „სიბრძნე-სიცრუისა“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანები“ (ქართ.),„ბანჯგვლიანი ფუტკარი“, რჩეული ლექსები, „თვალსაჩინო სწავლა“, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, ბარათაშვილის ლექსები, „განკიცხული“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ალექსანდრე ორბელიანის ნაწერი“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მისთვის ეთხოვებინათ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შემოწირული კლიშეები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ კომიტეტს სჭირდება ის კლიშეები, რომელიც მოთავსებულია ქართველიშვილის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანში“, რათა ჩაურთონ მის მიერ დასასტამბად მომზადებულ თხზულებაში „სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარი“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს განყოფილების გამგე ტარას მომცემლიძის სიტყვიერი მოხსენება მის მიერ მოძებნილი ახალი რეტუშორის დანიშნვნის შესახებ და გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის და ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ მან საზოგადოების ქონება და საქმეები ჩააბარა გამგეობის მიერ არჩეულ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სამსონ თოლარაძის ცნობით, 1881 წლის 21 ნოემბრისთვის კორცხელის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 22 ღარიბი მოსწავლე.