რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეები უსახსრობის გამო წიგნების შეძენას ვერ ახერხებდნენ, 100 „დედაენა” და 50 რუსული ენის სახელმძღვანელო „რუსკოე სლოვო” შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 ნოემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფილიმონ იესეს ძე ქორიძე ხონში მოღვაწეობდა, საგალობლებს აგროვებდა და ნოტებად იწერდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თემისტოკლე ავღერინო სამეგრელოში ერთ-ერთი პირველი სოვდაგარი იყო, რომელიც საზღვარგარეთ სიმინდით ვაჭრობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დაბა გუდაუთაში თეოფილე გოგიტიძეს პირველ წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნას უმადლოდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 დეკემბერს ქართულ თეატრში გედევან გედევანოვის ბენეფისისთვის ახალი პიესა „კრიჟანგი” იდგმებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საახალწლოდ გრიგოლ გოლიცინის სახელზე ასამდე თხოვნა შევიდა. ხალხი დახმარებას ითხოვდა, რადგან სიღარიბის გამო ახალი წლის სათანადოდ შეხვედრას ვერ ახერხებდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფაელ პეტრეს ძე ისარლოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 8044 მანეთი და 9 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგორ ნაზარეთის ძე ყალამქაროვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 4490 მანეთი და 51 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან მიხაილის ძე გარბოვსკი-ზერენეკს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 1595 მანეთი და 59 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ივანეს ძე ავალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 2119 მანეთი დავალიანება ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ზაქარიას ასულ არტაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 837 მანეთი და 74 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგორ ივანეს ძე ავალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 1064 მანეთი და 50 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიეს მთავრობამ ნება დართო თავისი რედაქტორობით თბილისში დაებეჭდა რუსულ-ფრანგული ჟურნალი სახელწოდებით „კავკასიის ვაჭრობისა და მრწეველობის მიმოხილვა - Revue commercial et industrielle du Caucase”.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ შობის მეორე დღეს კონცერტი გამართა. ღონისძიებას ბევრი ხალხი დაესწრო და ძალიან ისიამოვნეს, უმეტესად დაბალი და საშუალ ფენის წარმომადგენლები იყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შობის მესამე დღეს ქართულმა დრამატულმა დასმა ალექსანდრე დიუმას პიესა „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში კოტე სიმონის ძე მესხმა კინის როლი შეასრულა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილს ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთი „ახალი მიმოხილვა“ იუწყებოდა, რომ მოჭიდავე ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი ქალაქ ალექსანდროპოლში ყოფილა და ორ-სამჯერ უჭიდავია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილმა ალექსანდროპოლში ორი ადგილობრივი ცნობილი მოჭიდავე დაამარცხა, რაზეც სომხები გაბრაზდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვმა ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილის წინააღმდეგ გამოიყვანა მოჭიდავე, რომელსაც სცენაზე თავის მომხრეებთან ერთად ამხნევებდა და თან ყირიმელაშვილს დასცინოდა, რის შემდეგაც გაბრაზებულმა ყირიმელაშვილმა მოწინააღმდეგე მთელი ძალით ძირს დაანარცხა და დაამარცხა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვმა თავისი გამოყვანილი მოჭიდავის დამარცხების გამო მომხრეებთან ერთად ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილის ცემა სცადა სცენაზე. მათ ჩხუბი დაიწყეს, თუმცა ყირიმელაშვილი შეუმჩნევლად გაერიდა სიტუაციას და სახლში გაიპარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვმა თავის მომხრეებთან ერთად სკამები დაამტვრია. ისინი ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილს ხელკეტებით მისდევდნენ, პოლიცია ეცადა მათ დამშვიდებას, თუმცა უშედეგოდ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში ყოფნის დროს ყასაბოვმა თავის მომხრეებთან ერთად ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილს სახლში მიაკითხა საჩხუბრად, თუმცა მოჭიდავის სახლის პატრონმა კარი ჩაუკეტა მათ და არავის მისცა შესვლის უფლება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრეპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვთან და მის მომხრეებთან მომხდარი ჩხუბის მეორე დღეს ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი ქალაქიდან ჩუმად გამოიპარა. ჩხუბის ორგანიზატორების წინააღმდეგ საჩივარი იყო შეტანილი.

