რეგისტრირებული ფაქტები2119
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნის ყდაზე მინაწერიდან ირკვეოდა, რომ იგი 1871 წელს მოსკოვში შეიძინა სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა, რომელიც მეფე ირაკლი II მიერ იყო რუსეთში გაგზავნილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, „ვეფხისტყაოსანს“, რომლის მფლობელიც იყო ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი, ჰქონდა მინაწერები, რომლის გადაწერაც მან ვერ მოასწრო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი ფლობდა ხელნაწერებს: „ტროადას დარღვევა (ილიადა)“, „არჩილიანი“, „სირინზიანი“, „ფუტკარი“, „ქრონოგრაფია“, ძველი თარგმანი შარდენის მოგზაურობისა, ასტროლოგია და ცხოვრება ნუმა პონპელისა, თარგმანი ავალიშვილისა, პეტერბურგის ხელმწიფის ეკატერინე II დროის.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მაკარ ორბელიანს სახლი ჰქონდა გოლოვინის პროსპექტზე.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის ეკუთვნოდა მამული „Лачино“, რომელიც თბილისიდან 17 ვერსტზე მდებარეობდა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის მამულის „Лачино“ არენდატორი იყო გუსტავ ივანეს ძე ფივეგი.
1863
ტიპი: მფლობელობა
1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი ყველის მაღაზია მდებარეობდა გოლოვინის პროსპექტზე, მაკარ ორბელიანის სახლში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვართანოვი ფლობდა წიგნის მაღაზიას თბილისში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვართანოვის წიგნის მაღაზია მდებარეობდა კუკიაზე.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ბრილში არსებული სახნავ-სათესი მიწები თავად ნ. დიასამიძეს ეკუთვნოდა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ შაჰმურადოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძისა და კომენდანტის ქუჩების კუთხეში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ბერენშტამი ფლობდა წიგნის მაღაზიას თბილისში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ფლობდა ალმასებით მორთულ ოქროს ხმალს წარწერით „კავკასიის ომის დამთავრებისთვის“.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ფლობდა ოქროს ხმალს წარწერით „სიმამაცისთვის“.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე სიმონის ძე დოროჟნოვი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ათანასი ერიმევი იყო ბინის მფლობელი, მომჩივანი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი თბილისში მდებარე სახლის მფლობელი იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რადომსკი იყო ბინის მფლობელი, მომჩივანი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იანვარში გარდაცვლილი თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძის ოჯახი ფლობდა ბინას თბილისში, მატერიალნი ქუჩა, N 3.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის მოსამსახურე, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძე ფლობდა ბინას ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა N 20-ში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრა ლისენკო თბილისში არტაზოვის ქუჩაზე ფლობდა პანსიონს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში კერძო სასწავლებელს ფლობდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ და მიხაილ პეტრეს ძე ანდრონიკოვებს 18 და 7/12 წლით ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში ფრანგების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 126 კვადრატული საჟენი მიწა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია თომას ასულ მიხაილოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში კომენდანტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და 150 კვადრატული საჟენი მიწა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალომე ტატოს ასულ ბიჭიკოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 83 კვადრატული საჟენი მიწა.

