საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2149

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 19 აგვისტოს თბილისელმა ვაჭარმა, სიმონ მატინიანცმა გამოაცხადა, რომ არშაკ ხეჩატუროვმა ძალა იხმარა ცამეტის წლის სერგო ნადირაძეზე, რომელიც შორაპნის მაზრაში ცხოვრობდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის მარტში მძიმედ გაციებულ ილია ჭავჭავაძეს ახალგაზრდა ექიმი მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის ივლისში ს. პოლოლიკაშვილმა რუსთაველის ბიუსტზე მუშაობა დაამთავრა. პოლოლიკაშვილი წარმოშობით ქუთაისიდან იყო, სამხატვრო განათლება კი ოდესაში ჰქონდა მიღებული.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის აგვისტოში ფ. ა. ივანოვმა ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა თბილისის უმთავრესი სააგენტოს გამგებლობაზე.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშოვს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება ჰქონდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის იანვარს თავადის მეუღლეს, ეკატერინე ერისთავს მწყემს-მთავრული მადლობა გამოეცხადა დიდი მეჯვრისხევის დასახმარებლად გაღებული შეწირულობისთვის.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წელს სიმონ დოღონაძე იაზიკოვის განკარგულებით სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრობისთვის გაგზავნეს ციმბირში, საიდანაც თავისი ნებით დაბრუნდა და მალულად ქუთაისში განაგრძო ცხოვრება.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 2 მარტს ვაჭარმა ნიკო ქადაგიშვილმა სიმთვრალეში მეუღლე, ოლღა ზენობის ასული ჭრელაევი მოკლა და შემდეგ დამბაჩით თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მისი ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის თებერვალში ქუთაისის ყოფილი ვიცე-გუბერნატირი, ბარონ ბრიუგენი ეტლით მგზავრობდა. ერთ-ერთ მოსახვევში მეეტლემ ფეხით მოსიარულე ვერ შეამჩნია და გადაუარა. მოხუცი მძიმედ დაშავდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 28 თებერვალს თბილისში, მიხეილის ქუჩაზე, იყიდებოდა ზაქარია კოზმანიშვილის კახური ღვინოები.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 15 მარტს თბილისში უნდა ჩამოსულიყო კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ფრეზე.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს კ. ა. კრაუზე მიხეილის ქუჩაზე №79-ში ცხოვრობდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ელენე ბახტაძე საქართველოში დაბრუნდა. მას პედაგოგიური მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის ოქტომბერში კავკასიის მთავარმართებელი, გენერალ-ადიუტანტი სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი ავად იყო.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს ნიკოლოზ გილანოვი შუა ბაზარში მუშაობდა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 11 ოქტომბერს სოფ. მაიდანში ისიდორე მიქელაძემ ყაჩაღი ჭელია მოკლა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის ოქტომბერში მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძისას პნევმონია ჰქონდა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს ქვრივი დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვა აბასთუმანში ისვენებდა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 19 ოქტომბერს გრიგოლ ჭანკოტაძე და მისი მეგობრები თავს დაესხნენს პირიდონ კაპანაძეს. მათ კაპანაძის ქალიშვილის მოტაცება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს მუშა მიხა ციცაგს ნიკო სოსაძის სამიკიტნოში ვალის სრულად გადაუხდელობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

1818

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1818 წლის 17 აპრილს დაიბადა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, გენერალ-მაიორ ჯომარჯიძეს.

1871

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1871 წლის 27 აპრილს დაიბადა რუსეთის ტახტის მემკვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეს, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრან-ბატონს, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ თავისი მიწები უფასოდ გასცა რკინიგზის ქვესაგებისთვის.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს თბილისში მყოფი რობერტ ბლეიკი ოთხი თვის მანძილზე ავად იყო – ციებ-ცხელება ჰქონდა.