რეგისტრირებული ფაქტები18685
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ სკოლას გაუგზავნონ სასწავლო წიგნები, მათ შორის დედა ენა 30 ცალი, ლოცვანი 20 ცალი, მოსავლის მცველნი 16 ცალი, რაჟდენ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული 10 ცალი და სხვა ნივთები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ნაცვლად მაშინდელი ადგილისა საზოგადოების კანცელარიისთვის, წიგნის მაღაზიისთვის, წიგნსაცავისთვის და როინაშვილის მიერ ნაანდერძევისთვის გამგეობას თავადაზნაურების ქარვასლაში უნდა დაექირავებინა ოთხი ნომერი. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხი განიხილებოდა მაშინ, როცა თავადაზნაურთა კომისია მოიწერებოდა პასუხს.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ გამგეობას შეატყობინა, რომ წინა წელს მათი მინდობილობით დაესწრო თბილისში გამართულ პედაგოგიურ კურსებს, რისი ხარჯიც ნაწილობრივ გადასცა საეპარქიომ, ხოლო გამგეობას მისაცემი ჰქონდა 25 მანეთი. გამგეობამ პედაგოგ ბოცვაძეს გაუგზავნა დარჩენილი თანხა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ როინაშვილმა, რომ გადაეხადათ მისი სწავლის საფასური, წელიწადში 125 მანეთი, რომელსაც განსვენებული ალექსანდრე როინაშვილი უხდიდა მას. აღნიშნულ თხოვნაზე გამგეობამ განაცხადა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევის მიიღების შემდეგ განიხილავდნენ ვასილ როინაშვილის თხოვნას.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ, რომ მის მაგივრად მისი ძმის, გიორგი აგლაძისთვის წინასწარ გაეგზავნათ ნოემბრის ჯამაგირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ევტიხი მამინაიშვილმა, რომ როკას კოშკის და ყორნისის სკოლებისთვის უფასოდ დაეთმოთ ათ-ათი ცალი დედა ენა და ორმოც-ორმოცი ცალი ქართული რვეული. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს რამდენიმე პირის განცხადება თამარ მეფის 700 წლის იუბილის გამართვის შესახებ, ასევე ამავე საკითხზე წარმოადგინეს გ. ახალციხელის „ღია წერილი გამგეობისადმი“. გამგეობამ განცხადების ავტორებს აცნობა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა გაემართა თამარ მეფის 700 წლის იუბილე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ ავადმყოფობის გამო აღმოეჩინათ მისთვის ფულადი დახმარება. გამგეობამ „მოულოდნელი სახარჯოდან“ ს. ნიკოლაიშვილს 3 თუმანი მისცა.
1912
ტიპი: ავტორობა
იაკობ გოგებაშვილის მიერ 1912 წლის 14 მარტს შედგენილი ანდერძის თანახმად, ანდერძის აღმასრულებლებისა და ყველა იმ პირისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ მოანდერძის დაკრძალვაში, საკადრისად უნდა აენაზღაურებინათ გაწეული სამსახური, ხოლო თუ რომელიმე მათგანი უარს განაცხადებდა კუთვნილ გასამრჯელოზე, თანხა შემოწირულობის სახით უნდა ჩარიცხულიყო ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო-საგანმანათლებლო ფონდში, შემომწირველის სახელი კი გამოქვეყნებულიყო.