რეგისტრირებული ფაქტები19570
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ გომარეთის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ მათი წინადადება სკოლაში სიმღერის კურსებისა და სკოლის შენობის მოწყობის შესახებ განსახილველად გადაეცათ სასკოლო სექციისათვის.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს შალვა გოგებაშვილის თხოვნა კიევიდან, რომ იმყოფებოდა უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში და ესაჭიროებოდა დახმარება. გამგეობამ დაადგინა, ეკითხათ შ. გოგებაშვილისთვის რა რაოდენობის თანხა სჭირდებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის თხოვნა, რომ გადაეცათ მისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა. გამგეობამ დაადგინა: მიეცათ 30 თუმანი, ხოლო თუ იმ წლის წიგნების შემოსავლიდან იმდენი არ ერგებოდა, იმ შემთხვევაში ჩათვლოდა მომავალი წლის ანგარიშშიც. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 27 ოქტომბერს იმართებოდა ილიას 75 წლის იუბილე და აუცილებლობას წარმოადგენდა ამ დღისთვის დამზადებული ჰქონოდათ ილიას ძეგლი. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა 1893 წლის ანგარიში სამუზეუმო ადგილის შესახებ, რომლის თანახმად გამგეობა აგროვებდა ძველ ნივთებს, ფულსა და წიგნებს იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ააშენებდნენ სამუზეუმო სახლს, რომლის გეგმაც შედგენილი ჰქონდათ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ძველი სენაკის საოჯახო კომიტეტმა, რომ სენაკის სკოლა გადაეცათ ქუთაისის სათავადაზნაუროსათვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისის თავადაზნაურობისათვის და საადგილ-მამულო ბანკისთვის მიეწერათ სენაკის სკოლის ვითარება და ეთხოვათ შეეტყობინებინათ გამგეობისთვის თუ რას მოიმოქმედებდნენ სენაკის სკოლის მატერიალურად უზრუნველყოფისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა ჩასულიყო სენაკში და ადგილზე გაერკვია სკოლის შესახებ ინფორმაცია. დ. კარიჭაშვილმა 1-ელ დეკემბერს წარუდგინა გამგეობას მოხსენება სკოლის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობა დაეთანხმა მას, რომ სკოლა დროებით მოეთავსებინათ დაქირავებულ სახლში, ხოლო სკოლისთვის საჭირო ხარჯები გადაეხადათ იმ ფულიდან, რომელიც დამზღვევ საზოგადოებისგან მიიღო სენაკის სკოლის სამზრუნველომ, დანარჩენი 3000 მანეთი კი შეენახათ საკრედიტო დაწესებულებაში, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდნენ სკოლის საქმეს. გამგეობამ ასევე დაადგინა, რომ სკოლის მომავალი მდგომარეობის შესახებ მიწერ-მოწერა გაემართათ ბანკთან და თავადაზნაურობასთან.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების თხოვნა, რომ სურდათ ას თუმნამდე კრედიტის გახსნა განყოფილებასთან არსებული წიგნის მაღაზიებისთვის ღია ანგარიშით. გამგეობამ დაადგინა, რომ მათ უნდა წარმოედგინათ მაღაზიის შემოსავალ-გასავალი, ვაჭრობის რაოდენობა და ცნობები მაღაზიის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ იასონ კერესელიძეს განუზრახავს მესხეთში წასვლა და იქ მცხოვრები მაჰმადიანებისთვის ქართული წიგნების დარიგება, რის გამოც გამგეობას სთხოვს წიგნებით დახმარებას. გამგეობამ მას 1 თუმნის წიგნები გადასცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გუდაუთაში მცხროვრები საზოგადოების წევრთა თხოვნა, რომ სურდათ გაეხსნათ საზოგადოების განყოფილება. გამგეობამ მათ თხოვნაზე თანხმობა განუცხადა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვაჟა-ფშაველამ, რომ დახმარებოდნენ 100 მანეთით. გამგეობამ ვაჟა-ფშაველას სალიტერატურო ფონდიდან 25 მანეთი გადასცა. თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ 14 მარტს გამგეობამ ვაჟა-ფშაველას სალიტერატურო ფონდიდან გადასცა 50 მანეთი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა საბურთალოზე მცხოვრებმა პირებმა, რომ სურდათ სკოლის გახსნა, რომლის სახელი და ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო საზოგადოებისა, ხოლო დანარჩენს თავად უზრუნველყოფდნენ. გამგეობამ დაადგინა, რომ გახსნილიყო სკოლა საბურთალოზე და ასევე სკოლის ზრუნვის ვალდებულება აეღოთ იქ მცხოვრებლებს. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ხონის განყოფილების თხოვნა, რომ სასწრაფოდ ეცნობებინათ მათთვის დაეთმობოდათ თუ არა „საზოგადოების“ გამოცემანი საკომისიოდ. გამგეობამ დაადგინა, რომ თანხმობა ეცნობებინათ ხონის განყოფილებისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სტამბის მფლობელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომ მიეცათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ დაადგინა, რომ ჯერ უნდა შეეგროვებინათ ინფორმაცია, თუ რისთვის სჭირდებოდა წიგნები.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის განყოფილების გამგეობამ მიმართა მთავარ გამგეობას კითხვით, თუ რა მონაწილეობა უნდა მიეღოთ მათ სტიპენდიების განაწილების პროცესში. გამგეობამ განაცხადა, რომ სტიპენდიების განაწილება მთავარი გამგეობის პრივილეგია იყო და გარეშე განყოფილებებს მხოლოდ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეეძლოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძის მიერ შედგენილი ლექსიკონის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ლექსიკონი შესამოწმებლად პროფესორ ნიკოლოზ მარს გაუგზავნა, რომლის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტდნენ დაებეჭდათ თუ არა ეს ლექსიკონი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი თუ რა ფასებში უნდა გაეყიდათ რვეულები. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ ყველა მაღაზიაში ასი რვეული ღირდა 2.40 მან, ათასი რვეული 23 მანეთი, 2 ცალი კი 1 შაური. სწორედ ამ ფასებში მოუთხოვია თელავის განყოფილებასაც რვეულების შესყიდვა. გამგეობამ დაადგინა, რომ 100 რვეულის ფასი უნდა ყოფილიყო 12 აბაზი, ათასი რვეულის 23 მანეთი და 1 რვეულის 1 შაური. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი „Русское Слово“, 1-ლი გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ დაებეჭდათ „Русское Слово“ უცვლელად 12000 ცალი და მომდევნო სხდომაზე წარმოედგინათ ამ წიგნის დაბეჭდვის პირობები. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვის მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების თხოვნა, რომ გამგეობას 150 მანეთის წიგნები გაეგზავნა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

