საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარონ სუტნერი საქართველოს კარგად იცნობდა, განსაკუთრებით კი – სამეგრელოს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები ნიკიტინების ცირკი თბილისში ნამყოფი იყო და ზამთარში კიდევ რამდენიმე ხნით ჩამოვიდოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით სასამართლომ ვაჭარ ივანე ლაზარევს ჯარიმა 3 906 მანეთი და 47 კაპიკის გადახდა დააკისრა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით სასამართლოში ვაჭარმა ივანე ლაზარევმა თავდები პირი წარმოადგინა და ამის გამო ის აღარ დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლოზე თავმჯდომარე ფ. ვ. იაჩევსკიმ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ჰკითხა თავს ცნობდა თუ არა დამნაშავედ პავლე ჩუდეცკის მკვლელობაში და მან აღიარა დანაშაული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ყოფაქცევაში 4-იანი დაუწერეს. მას ლატოცკისთვის არც ყოფაქცევის ნიშნის გადაკეთება და არც გორის სასულიერო სასწავლებლის მოწმობა უთხოვია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან ერთად იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს სასწავლებლიდან დათხოვნის მოწმობა 2 მაისს მისცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან ერთად იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს უთხრა თუკი რომელიმე სასწავლებელში სწავლას მოინდომებდა დაეხმარებოდნენ და კარგი დახასიათების ცნობას გაატანდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასწავლებლიდან წასვლის დროს 4 მანეთი და 50 კაპიკი ითხოვა სოფელში წასასვლელად და მისცეს თანხა, თუმცა არსად წასულა თბილისში დარჩა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის სასამართლოზე ვექილმა ე. მ. ტურკევიჩმა წარადგინა თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ ექცეოდა რექტორი პავლე ჩუდეცკი მოსწავლეებს. სასამართლომ წერილის წაკითხვაზე უარი განაცხადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძემ სიღნაღის მაზრის სოფელ ჭერამში სამარეების გათხრის შედეგად აღმოაჩინა: ორი მინის და სამი ბრინჯის სამაჯე, ორი ბრინჯაოს ცული, ერთი ბრინჯაოს ხმალი და მრავალი ძვირფასი მძივი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი სახარება ღირშესანიშნავი იყო მხატვრობით. მათეს სახარებას წინ უძღვოდა თავად მათეს ხატი, რომელიც მთიულ ქართველს წააგავდა. ხატს განიერი არშია ჰქონდა და ზედ ეწერა „სახარება მათესი ოქროს ვარაჟითა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ ილია მირიანის ძე ჭყონიასთან ერთად დავით ამირიძისაგან ითხოვა ორი ხელნაწერი „როსტომიანი“ და „ბარამიანი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ დავით ამირიძისაგან ხელნაწერი „როსტომიანი“ დასაბეჭდად წამოიღო, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან სრული ვარიანტი არ აღმოჩნდა და დაუბრუნა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ შორაპნის მაზრის სოფელ ჯგილათში ყველა დიდი სიხარულით მიიღებდა რ.-დენ ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძის მსგავს წარმატებულ ადამიანს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე დავითის ძე ფილიშვილის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს მეზონინით, ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დუტუ გიორგის ძე მილორავას ფოთში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 მარტს ადელაიდა ევდოკიმოვს 15-თუმნიანი ხალიჩა მოპარეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბახვა და პეტრე მაგულიას ძე კოკაიების ფოთში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ სოლომონის ძე რუსიევის თელავში მდებარე ორსართულიან სახლს ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობით, ერთსართულიანი ფიცრულითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ პეტრეს ძე როგოჟინის ფოთში მდებარე ერთსართულიან სახლს საწყობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აარონ აბრამის ძე მოშიაშვილის 8 595 კვადრატული საჟენ მიწას ახალციხეში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო ალექსანდრეს ასულ ჩიგიანის დუშეთში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ბესარიონის ძე თავდგირიძის გორში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე იოსების ძე ზოზიაშვილის გორში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.