საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19570

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ფრეიბერგის სამთო აკადემიის სტუდენტმა სვიმონ ციციშვილმა საქართველოში გამოაგზავნა მინერალოგიურ-გეოლოგიური კოლექცია ქართულ მუზეუმთან ამ დარგის სამეცნიერო განყოფილების დასაარსებლად და სთხოვა გამგეობას გამოესყიდა ვაგზალზე მოსული კოლექციის ნაწილი სულ რაღაც 5-6 მანეთად. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილმა მიმართა გამგეობას, რომ მისთვის დაენიშნათ ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია 2 წლით, რადგან მოსკოვში სასწავლებლად წასვლა სურდა. გამგეობამ ვაჟას უარი განუცხადა, რადგან ეს თხოვნა ზუბალაშვილების სტიპენდიის გაცემის წესებს არ ეთანხმებოდა, ხოლო საზოგადოებას ამ წესების შეცვლის უფლება არ ჰქონდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის გამგის თხოვნა, რომ გაეგზავნათ ივანე დადიანის მიერ ამ სკოლისთვის შემოწირული 1500 მანეთის სარგებელი. გამგეობამ მათ 64.13 მანეთი გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მარტყოფის ბიბლიოთეკის თხოვნა წიგნების გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა განეხილა ეს საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კონსტანტინე გიორგის ძე კასრაძის მიერ იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევიდან თანხის თხოვნა განიხილეს. საზოგადოებამ მას 10 თუმანი გამოუყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომ სენაკის სკოლა არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო ნივთებით, ხოლო თავადაზნაურთა ბანკი მათ დახმარებას ვერ აძლევდა, ამიტომ სკოლის გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას დაეგირავებინა ის მიწა, სადაც მდებარეობდა სენაკის სკოლის ახალი შენობა, ხოლო ამ თანხით დაემთავრებინა შენობის მშენებლობა. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სენაკის სკოლის შესახებ, რომლის საფუძველზე გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლის სამზრუველოებს ეკისრათ ვექილობა და აღეძრათ საჩივარი თავადი მინგრელსკის წინააღმდეგ, იმ ადგილის დასამტკიცებლად სადაც მდებარეობდა სენაკის ძველი სკოლა, ამასთანავე სამზრუველოებს არ ჰქონდათ უფლება, დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება და რაიმე სახის პირობა წაეყენებინათ მინგრელსკისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს არმავირის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, დახმარებოდნენ ფულით ან დაკლებული ფასებით გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ არმავირის სკოლას უფასოდ გაუგზავნა წიგნები. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფ. წინარეხის საზოგადოების გადაწყვეტილება, წინარეხის სკოლის მასწავლებლების ანაზღაურების თანხა სოფლის ბიუჯეტიდან გამოეყოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ წინარეხის სკოლის პასუხისმგებელ პირად სამი კაცი აერჩიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი ყაზბეგის მოხსენება, რომ საზოგადოების განყოფილებათა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ჩაეტარებინათ საზოგადო კრება, რომელზეც განიხილავდნენ და შეადგენდნე მომავალი წლის სამოქმედო გეგმას და სხვა მნიშნველოვან საკითხებს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ (მდივანი – ი. ბაქრაძე) მთავარ გამგეობას ტობანიერის წიგნსაცავ-სამკითხველოს დახურვის ამბავი შეატყობინა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის 1893-1894 წლების ანგარიში კავკავის სკოლის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის სკოლასთან არსებული სამკითხველოს გამგის თანაშემწე თამარ შაპოვალოვა სთხოვს წიგნებით დახმარებას სამკითხველოსათვის.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი სთხოვს ავანსად თავისი ჯამაგირიდან 300000 მანეთს, რომელიც გადახდილი იქნება ნაწილ-ნაწილ 1-ლი ნოემბრიდან ათი თვის განმავლობაში. განჩინებით კარიჭაშვილის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე ატყობინებს თბილისის გამგეობას, რომ ქუთათურ ვაჭრებს სურთ, თბილისელ ვაჭართა მსგავსად, ერთი დღის მოგების გარკვეული ნაწილი გადასცენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებას და ამ საქმეში ითხოვენ გამოცდილების გაზიარებას, სახელდობრ: აინტერესებთ, როგორ ადგენენ თბილისელები დღიური მოგების რაოდენობას და რამდენ პროცენტს ურიცხავენ საზოგადოებას.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იოსებ ოცხელმა, სილოვან ხუნდაძემ, სამსონ ყიფიანმა და ისიდორე კვიცარიძემ გამგეობის დავალებით შეამოწმეს წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობა და დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინეს საზოგადოებას. ანგარიშს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იაზონ ბაქრაძე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის მთავარ გამგეობას: აცნობონ, თუ აქვთ შემუშავებული უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნისა და მოქმედების რაიმე საერთო წესი ან ინსტრუქცია.

1909

ტიპი: ავტორობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა 2 ივლისის წერილის პასუხად გაგზავნილ შეტყობინებაში ქუთაისის ფილიალის გამგეობას ამცნობს, რომ ჯერ არ შეუმუშავებიათ ბიბლიოთეკების მართვისა და გამგეობებთან მათი დამოკიდებულების საერთო წესები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს თავმჯდომარის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 6 ივლისს სამსონ ფირცხალავა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ატყობინებს, რომ უსახსრობის გამო მთავარი გამგეობა ბიბლიოთეკების გახსნას მარტო იმ შემთხვევაში კისრულობს, თუ ადგილობრივი მცხოვრებნი ითავებენ მათ შენახვას. თბილისიდან მხოლოდ მცირედი დახმარების გაწევას შეძლებენ წიგნების მიწოდებით.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 6 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა ქუთაისის განყოფილებას უგზავნის ბიბლიოთეკის გახსნის ნებართვის მისაღებად გუბერნატორისთვის წარსადგენ ფორმას და დასძენს, რომ საჭიროა თხოვნას დააკრან ორი 75 კაპიკიანი მარკა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 მარტის წერილი შეეხება ილიას ფონდის მოხმარების გეგმის შემუშავებას: ქუთაისის ფილიალი (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სთავაზობს ჩაატაროს ანკეტური გამოკითხვა აღნიშნულ საკითხზე, გაიგოს განყოფილებათა გამგეობებისა და შემომწირველთა აზრი, რათა საზოგადოება მეტი თანაგრძნობით მოეკიდოს ილიას ფონდს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე აუწყებს მთავარ გამგეობას, რომ უახლოეს დღეებში გაუგზავნის ადგილობრივი განყოფილების შემოსავლის 20%-ს და წარუდგენს როგორც ხარჯთაღრიცხვას, ისე – წიგნსაცავებისა და სკოლების ანგარიშებს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ია კარგარეთელი თავისი წიგნის „სიმღერა-მუსიკის სახელმძღვანელო“ ჰონორარიდან 20 000 მანეთს სთხოვდა. განჩინებით კარგარეთელის თხოვნა დაკმაყოფილდა.