საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ წელს კოვალევსკიმ ივანიუკოვთან ერთად სვანეთში იმოგზაურა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 დეკემბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ქართული ხორო იოსებ ივანეს ძე რატილის ლოტბარობით კონცერტს გამართავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილს ჰყავდა ხოროს გუნდი, რომელიც თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისაგან შედგებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „Новое Время“-ს ცნობით უმაღლესი მთავრობა გეგმავდა კავკასიაში მცხოვრები ყაზახები სამხედრო მიმართულებით გაეწვრთნა, რათა მათი დახმარებით ადგილობრივი მკვიდრები გაეკონტროლებინა. ახლო მომავალში ამ თემაზე სახელმწიფო საბჭო იმსჯელებდა და მოლაპარაკებაში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი მიიღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო პეტრე ლებედევის საათის ქურდობისთვის სამი თვით დააპატიმრეს. მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ლებედევისთვის საათის ღირებულების საფასური უნდა გადაეხადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის ქვეშევრდომი მამედ ქელბალაი ფაბულ ოღლი კარლ მიხელის ქარხნების ძარცვისთვის დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერ-ნიკოღოსოვის ყავახანა ივანე ზარიევმა გაძარცვა, გაიტანა 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი და გაიქცა. იგი მოგვიანებით დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 დეკემბერს პეტრე ლებედევს 60 მანეთის ღირებულების ოქროს საათი მოჰპარეს. ქურდობაში ბრალდებული ათანასე ლუცენკო იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 დეკემბერს ნ. ბერიშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ სამების ეკლესიაში იგალობა და ორი კვირის შემდეგ ქაშუეთშიც უნდა ეგალობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 დეკემბერს ქართულ თეატრში ხანძარი გაჩნდა და პოლიციის ბოქაულმა გ. ლოლაძემ ძალიან მოხერხებულად და მშვიდად გამოიყვანა ხალხი დარბაზიდან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 დეკემბერს არწრუნისეულ თეატრში დრამა „მათიკოდან“ მესამე მოქმედებას წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 დეკემბერს არწრუნისეულ თეატრში სამმოქმედებიან კომედიას „გავიყარნეთ!“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მიხეილის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 დეკემბერს მუსტაფა მულა-აბდულ-ოღლიმ შტაბსკაპიტან თ. მაჩაბელს სახლიდან ლაბადა მოჰპარა. დამნაშავე დააკავეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს არწუნისეულ თეატრში კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 სექტემბრიდან სომხების დრამატული დასი თბილისში წარმოდგენების გამართვას იწყებდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მსახიობები – ექიმიანი, ვირგინი კარაკაშიანი და ადამიანი, სტამბოლიდან მოწვეულები – საათინიკ ჩმშკიანი, ავალიანი, ტერ-დავითანი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროკურორ ჩაიკოვსკის დაავალეს თონეთის მაზრის უფროსის თ. აფხაზის საქმიანობა შეემოწმებინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩმა თბილისის სასწავლებლების შემოწმება დაასრულა და 4 სექტემბერს სინოდის ობერპროკურორის დავალებით სტავროპოლში გაემგზავრა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი და კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი თბილისის რეალური სასწავლებლის საზეიმო სხდომას დაესწრნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ოთხმოქმედებიან დრამას „მიროვოი სუდ“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ნელ-ნელა იხვეწებოდა და იზრდებოდა, როგორც არტისტი. იგი გასულ წლებთან შედარებით უფრო ხარისხიანად თამაშობდა როლებს. კარგი იქნებოდა თუ კიდევ უფრო მეტად დაუკვირდებოდა ხარვეზებს და გამოასწორებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ოთხმოქმედებიან დრამას „ეხლანდელ სიყვარულს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ყველა როლში სასიამოვნო სანახავი იყო, თუმცა ზოგჯერ ქართულ ენას უდიერად ექცეოდა. იგი ხან გრამატიკულ შეცდომას უშვებდა, ხან – არაქართული აქცენტითაც საუბრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვისამ პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას ცოლის როლი შეასრულა. ის ისეთი ნიჭიერი იყო უფრო შთამბეჭდავად შეეძლო ეთამაშა, თუმცა მაინც სასიამოვნოდ წარსდგა მაყურებლის წინაშე და სიმღერაც იმღერა, რაზეც საზოგადოებამ ტაშით აღფრთოვანება გამოხატა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ლეონიძისამ პიესა „ხათაბალიდან“ მარგარიტას როლი შეასრულა. მისი თამაში შთამბეჭდავი არ იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა პიესის „ხათაბალა“ წარმოდგენისთვის საზოგადოებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.