საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19570

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნის მაღაზიის მსახური პ. გლადიშევი სთხოვს ფინანსურ დახმარებას მამის გარდაცვალების გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნის მაღაზიის გამგე სამსონ ბახტაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 11 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სახ. ბუღალტერი ვ. ედილაშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას 1-ლი აგვისტოდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ ჩატარებულა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საწყობის გამგე ლავრენტი სანაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 18 ივლისიდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ გაიმართა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას 16 აგვისტოდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ ჩატარებულა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილიასეული სახლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. აღმოჩნდა, რომ გასავალი აღემატებოდა შემოსავალს. სახლის გამგე – დავითაშვილი ითხოვდა ამ თანხას. გამგეობამ გადაწყვიტა, დავითაშვილისთვის სათანადო დოკუმენტები მოეთხოვა დახარჯული თანხის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა თანხა. გამგეობამ დაადგინა, შუამდგომლობა აღეძრა ქალაქის აღმასკომის წინაშე ფულადი დახმარების შესახებ ილიასეული სახლის შესაკეთებლად. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა დღის 4 საათზე. შემდეგი კრება კი დაინიშნა 21 დეკემბერს, კვირა დღეს, დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა ფარული ჯენჭისყრით – 83 ხმით 75-ის წინააღმდეგ – გადაწყვიტეს, რომ საწევრო გადასახადი ისევ სამი მანეთი დარჩენილიყო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 მაისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა სტეფანე ესტატეს ძე ჩხენკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 მაისს სტუდენტმა ვასილ ივანეს ძე სიხარულიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმაღლეს სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის გადასახადის დაფარვა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

ილიას ფონდის განკარგვის გეგმისა და დანიშნულების საკითხების გარკვევასთან დაკავშირებულ წერილში სამსონ ფირცხალავა აუწყებს ქუთაისის ფილიალს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების 1909 წლის 20 დეკემბრის საერთო კრების დადგენილებით იმ დროისთვის ფონდში არსებული თანხა სესხად მიეცა სამუზეუმო კომისიას; ფონდის დანიშნულება უცვლელი დარჩა.

1910

ტიპი: ავტორობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის შეკითხვის საპასუხო წერილში სამსონ ფირცხალავა განმარტავს, რომ განყოფილების ყველა წევრს შეუძლია საერთო კრებაში მონაწილეობა ნამდვილი წევრის უფლებით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვალს იასონ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის ფილიალის გამგეობა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების საერთო უწყების გამოცემაში და მათზე დაკისრებული 75 მანეთი ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა მთავარი გამგეობისთვის.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 4 თებერვლის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის განცხადება ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ. უნივერსიტეტის გამგეობა დაეთანხმა წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებას ყველა პირობის დაცვით, რომელიც მომართვაში იყო ნაჩვენები. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 4 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივან ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება, რომ არქივის გადარჩევის დროს გაიყიდა საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი წიგნები და ქაღალდები, საიდანაც საზოგადოებას შემოუვიდა 69 მანეთი და 75 კაპიკი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 4 თებერვლის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება რუსული წიგნების ქაღალდის ფასად გაყიდვის შესახებ, ვინაიდან ექვსი წლის განმავლობაში ისე ეწყო მაღაზიაში, არ იყიდებოდა და არც გაიყიდებოდა, რადგან ნიკოლოზის რეჟიმის დროს იყო გამოცემული. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი ვარლმ ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ნოემბერს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედაგოგიურმა საბჭომ არსებული წიგნებისა და მომზადებული მასალების შესამოწმებლად შექმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა სახელმძღვანელოების ავტორებსაც უნდა მიეღოთ. კომისიას არსებული და გამოსაცემად მომზადებული წიგნების სიის შედგენაც ევალებოდა. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ლომთათიძემ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 მაისს აბიტურიენტმა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 26 ივნისს ანტონ არქიპოს ძე გვერდწითელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 აპრილს ნინო აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სახალხო სკოლა უნდა ყოფილიყო საყოველთაო, სავალდებულო, საერო (განცალკევებული ეკლესიისგან), უფასო, ერთგვარი და საზოგადო განათლების რვაწლიანი კურსის შემცველი. ოქმს ხელი მოაწერა ნოე რამიშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით ხართიშვილის მოხსენება ბიბლიოთეკების ორ ტიპად დაყოფის შესახებ – საზოგადოების სკოლებთან არსებული და მოსახლეობის თხოვნით გახსნილი ბიბლიოთეკები.