საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17475

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იუზა ზარდალიშვილი ბაქოს წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. პავლიაშვილი ბაქოს ქართულ სცენაზე მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს შალვა დადიანი ქუთაისის დასში მუშაობდა.

2024

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრად და მოურავის მოადგილედ ნამუშევარ ა. ა. ივანენკოს ქალაქის მოურავობაზე კენჭისყრა სურდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, 150 კაცი დადიოდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში ხმოსნებმა ჩაატარეს კერძო კრება, რომელზეც ქალაქის მოურავობის კანდიდატი აირჩიეს. კრებაზე კონსტანტინე ალიხანოვმა უარი თქვა მოურავობის კანდიდატად მის დასახელებაზე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარის მოვალეობა ალექსანდრე ქალანთარმა შეასრულა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობდა 44 კაცი, რომელთაგან აირჩიეს ი. მ. ალიხანოვი, ი. ს. ალიხანოვი, ა. გ. მამიკონოვი, ა. ი. ორბელი, არტემ ფირალოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის გამგეობის ანგარიშის გამრჩევმა სარევიზიო კომისიამ თავმჯდომარედ პ. ი. კოჟინი აირჩია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 დეკემბერს გაიმართა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომელთაგან აირჩიეს: გ. ზ. იარალოვი, ა. ს. ბეკზადიანი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომლიდანაც აირჩიეს: დ. მ. პუღინოვი, ი. ა. სულხანოვი, ფ. ა. შიმანოვსკი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომლიდანაც აირჩიეს: გ. გ. კირაკოსოვი, ვ. გ. კანდურალოვი, ნ. პ. კოკჩაევი, ა. ე. პარუნ-სარქისოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომლიდანაც აირჩიეს: მ. ზ. ავთანდილოვი, ვ. გ. ბებუთოვი, ი. მ. ბებუთოვი, ს. მ. ენიკოლოფოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებათა საგუბერნიო კომიტეტის ეკონომიკური სექციის თავმჯდომარედ პავლე თუმანიშვილი დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1909 წლებში შიო ქუჩუკაშვილი თბილისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიას განაგებდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ურუშაძე ყვირილის კლუბის სამხატვრო ნაწილის გამგედ მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს პოლკოვნიკი ზურაბ სიმონის ძე კობიაშვილი გერმანელთა წინააღმდეგ მოქმედი ჯარის სარდალი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, იესე ანდრონიკოვი მედიატორი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის პირველი ივლისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯაბაროვი გუბერნიის მდივანი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, ევგენი ვეიდენბაუმი მედიატორი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი მედიატორი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, ევგენი სტარიცკი მედიატორი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებაზე გ. ნ. ყაზბეგი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დავით კარიჭაშვილი გაზეთ „ახალი ქართლის“ რედაქტორი იყო. გაზეთი გორში კვირაში ორჯერ გამოდიოდა.