რეგისტრირებული ფაქტები2121
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია თომას ასულ მიხაილოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში კომენდანტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და 150 კვადრატული საჟენი მიწა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალომე ტატოს ასულ ბიჭიკოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 83 კვადრატული საჟენი მიწა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში წიგნის მაღაზიას ფლობდა ი. მურადოვი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო იოსების ასულ მაღალოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი, 153 დესეტინა და 440 კვადრატული საჟენი ტყე.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 12 მაისს სურამის სასამართლო ბოქაულის განცხადებით, ზაქარია ფარსადანის ძე მამინაშვილის უძრავი ქონება უნდა გაყიდულიყო. ვაჭრობა 2000 მანეთიდან იწყებოდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ რუისპირში ქურდებმა გატეხეს გ. ავალიშვლის დუქანი, საიდანაც წაიღეს ოთხი ქვაბი და სხვადასხვა ავეჯი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 იანვარს გლაფირა კირშნერის სადგურიდან მოიპარეს 120 მანეთი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლაფირა კირშნერი თბილისში ფლობდა სადგურს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარონი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი მამულს ფლობდა ბეთანიაში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის სულხანოვის სახლიდან ცეცხლი გადავიდა სტეფან მირზოევის სახლზეც. ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს. არც ერთ მეპატრონეს სახლი დაზღვეული არ ჰქონდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის იანვარში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, რომელიც დროებით ფ. მხეიძის შენობაში იყო განთავსებული, ქვითკირის ახალ ორსარულიან შენობაში გადაიტანეს, რომელიც ასევე მხეიძეს ეკუთვნოდა. ეს შენობა სენაკელებმა თავიანთი ფინანსებით ორი წლით უქირავეს სამღვდელოებას. ქალაქს წელიწადში ასი თუმანის გადახდა უწევდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 10 წელი გავიდა, რაც თბილისში გაიხსნა პირველი ქართული წიგნების მაღაზია, რომლის მფლობელი გრიგოლ ჩარკვიანი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში წიგნის მაღაზიას ფლობდა მ. ნათაძე.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოე სიხარულიძე ფლობდა სასტუმრო „ნოეს“.
1888
ტიპი: მფლობელობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 5 მარტს სოფელ ალში ქურდებმა გატეხეს ჯანუაშვილის დუქანი.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას ქუთაისში სამკურნალო და ამბულატორია ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია იოსების ძე სვიმონოვი ფლობდა კახური ღვინის საწყობს თბილისში მადათოვის ქუჩაზე, ძმები აბოიანცების სახლში, ბაღის პირდაპირ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა სოფელ ხელთუბანში მამულს ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვი თბილისში ფლობდა დუქანს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვართანოვი თბილისში კუკიის ქუჩაზე ფლობდა თონეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრემოვს ქონება დაზღვეული ჰქონდა „რუსეთის მზღვეველ საზოგადოებაში“.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევი ფლობდა ბამბის ქარხანას.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანაში ნაჭერზე 160-მდე ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ეროვნებით იყვნენ ქართველები, სომხები და თათრები. უმეტესი მათგანი რამდენიმე წლის თანაშრომელი იყო.

