საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2045

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1911 წლის 25 ნოემბერს კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი სათვისტომოს მატერიალურად ყველაზე შეჭირვებული წევრი იყო: წვრილშვილის პატრონს არავინ ჰყავდა ხელის მომმართავი (ბეჭდითა და ხელმოწერებით ადასტურებენ სათვისტომოს თავმჯდომარე შალვა გოგებაშვილი და მდივანი გედეონ მეფარიშვილი).

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძე საცხოვრებლად თბილისში გადასვლას აპირებდა.

1913

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3-3 მანეთი გადახდილი ჰქონდათ საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილი წევრებს – ილია წინამძღვრიშვილს, ვლასა წულაძეს, დავით წულუკიძეს, ბაგრატ ჭავჭანიძეს, მარგალიტა ჭილაძისას, ფილიპე, იასონ, ვარლამ ჭილაძეებს, ივანე ჭილაშვილს, სეით ჭიჭინაძეს, ირაკლი ჭყონიას, ილარიონ ხაზარაძეს, ვარლამ ხარაბაძეს, გრიგოლ ხარბედიას, სტეფანე ხაჟომიას.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე სტეფანე არამის ძე მხითარიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ექიმის შვილი.