რეგისტრირებული ფაქტები19323
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ფშავის მოძრავი სკოლის მასწავლებელს 8 სოფლის სკოლა უნდა აერჩია, რომლებშიც სისტემატურად იმუშავებდა. რაზიკაშვილის აზრით, თითოეულ სკოლაში დაახლოებით 60 მოსწავლე ისწავლიდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას უნდა შეეხსენებინა დამთვალიერებელი კომისიისთვის საგურამოს მამულის მდგომარეობის შემოწმების საჭიროება. გამგეობამ კომისიას არ შეახსენა მამული დასათვალიერებელი რომ იყო და სწორედ ამ დაუდევრობის გამო ვერ მოასწრეს ილიასეული სახლ-კარის შემოწმება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის ვალი შემცირებული იყო 28825 მან. და 50 კაპიკამდე. აქედან 8 500 მანეთი ილიას ფონდის ვალი იყო, თბილისის თავადაზნაურობისა – 2 000 მანეთი, ბანკისა კი – 18325 მანეთი და 50 მანეთი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამული ძლიერი შემოსავლის წყარო გახდებოდა თუ ნორმალურად მოუვლიდა და უპატრონებდა მას საზოგადოება. მისი აზრით, საჭირო იყო მოიჯარეებისთვის ხელი შეეწყოთ და რიგიანად ეხელმძღვანელათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელმა კომისიამ ზერელედ დაათვალიერა ილიასეული სახლ-კარი, რასაც აფიქრებინებს სინამდვილეს მოკლებული ცნობები, რომ მამულში სახნავი მიწა რეალურად 62 დესეტინა, კომისიის თქმით კი – 123 დესეტინა იყო.

