რეგისტრირებული ფაქტები19321
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ მოურავეებმა ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში ფუტკრის სკა გაანადგურეს, ღობე დაწვეს, ცაცხვის ხეები მოჭრეს და გაყიდეს 52 დესეტინაზე მეტი ტყის მიწა. რუხაძემ თქვა, რომ ამ ყველაფრის შესახებ გამგეობას პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მღვდელმა მელიტონ კელენჯერიძემ, თანახმად გამგეობის წინადადებისა, წარმოადგინა შეგროვილი სალიტერატურო მასალა და გამგეობას მოსთხოვა თანხის მესამედის გადახდა ავანსის სახით. გამგეობამ მას 150 მანეთი გადასცა და ასევე დაადგინა, რომ თუ წარმოდგენილი მასალის განხილვის შემდეგ გამგეობა ვერ შეძლებდა მის გამოცემას, მღვდელ კელენჯერიძეს გადაცემული თანხა ვალად ჩაეთვლებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა კირილე ძოძუაშვილმა წარმოადგინა კამილ ფლამარიონის თხზულების „Папулярная астрономя“ -ს თარგმანი და სთხოვა გამგეობას მიეღოთ დასაბეჭდად. გამგეობამ მისი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დარჩენილი ვალის – 28825 მან. და 50 კაპიკის გადახდა სასწრაფო არ იყო. აგრეთვე, მამულის საქმეებს რიგიანად გაძღოლა სჭირდებოდა, რათა ყოველწლიურად საერო და ბანკის გადასახადები თავის დროზე გადახდილიყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან სახლი გასარემონტებელი იყო. სახურავის შეღებვას და სხვა სამუშაოებს 500 მანეთი სჭირდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან კარ-მიდამო და ეზო მოუვლელი იყო. მოიჯარეები ეზოს მოსავლელად ვეღარ იცლიდნენ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან მამულში სასმელ-სარწყავი წყალი თითქმის შეწყვეტილი იყო, წყლის მილებს შეკეთება სჭირდებოდა, რაც 100 მანეთის ხარჯს უდრიდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცაგარელმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის მოიჯარეებისთვის კარგი პირობები უნდა შეექმნათ, რათა მამულში ვენახები გაეშენებინათ და სხვადასხვა სამუშაო შეესრულებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ახალი წესდების პროექტი დაათვალიერეს და ეთანხმებიან წესდებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე.

