საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში გრიგოლ ტატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ფოტოსახელოსნოში ხაზინადრის ახლად გათავისუფლებულ ადგილს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე ამავე სკოლის ინსპექტორად დაინიშნა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ზაქარია პეტრეს ძე ლაბაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოსახელოსნოში ფოტომბეჭდავად მუშაობდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელი იოსებ ფორაქაშვილი ხელფასს ყოველთვიურად 15 მანეთს იღებდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში საქალებო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დარია ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეცათ მისთვის მასწავლებლის ადგილი კავკავის სკოლაში.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 თებერვალს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრის განთავისუფლების ბრძანებას.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის მაისიდან ნოემბრამდე მალაქია რაჟდენის ძე მჟავანაძე-მიქელაიშვილი მესაქონლეობის გამომკვლევ ექსპედიციაში მუშაობდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, პავლე მერაბიშვილი იყო უდის ბიბლიოთეკის გამგე.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, კონსტანტინე ანთაძე ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადაეყენებინათ.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1909 წლის სხდომის ოქმების მიხედვით, ლ. დანილენკო ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე იყო.