რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო ახალგაზრდა მარქსიტთა ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი, მომზადებული მუშაკი, კარგად ცნობილი თბილისის ახალგაზრდობაში, პირველი რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო რკინიგზელი მუშის, ძველი სოციალ-დემოკრატის ერთადერთი შვილი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო 23 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგის მე-3 კურსის სტუდენტი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფარცხალაიშვილი იყო 22 წლის, სტუდენტი, ბათუმელი მუშის შვილი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფარცხალაიშვილი თბილისში მესამე რაიონის კოლექტივთან მუშაობდა.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის სექტემბრიდან პეტრე დოლიძე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობდა და არალეგალურად ცხოვრობდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძემ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთ გურიაში როგორც ახალგაზრდებთან, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოებში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძე დამოუკიდებლობის დროს ჯერ მუშაობდა ქეთაისში, შემდეგ – გურიაში, ბოლოს – თბილისში და ყველგან ახალგაზრდების ერთ-ერთ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ერთი თვის წინ თავს დაესხნენ არალეგალურად მცხოვრებ სტუდენტ გრიშა ნიკოლაიშვილს, რომელმაც გაქცევა სცადა, იცოდნენ, რომ უიარაღო იყო, მაგრამ ზალპი მისცეს და 4 მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ცოცხალ-მკვდარი წაიღეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 7 თებერვალს ო. ქაცახიანი თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოსასყიდის მიზნით გატაცებული რეალური სასწავლებლის მოსწავლე თფ. მამასთან, ა. სოლოვიოვთან დააბრუნეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსე ათანასეს ძე ქიქოძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოკლულმა ა. მელიქ-აივაზოვმა ანდერძით სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებას 150 000 მან. დაუტოვა, აქედან – 5000 მანეთი სომხურ დრამატულ საზოგადოებას.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 მარტს სენაკის მაზრის მცხოვრები ა. მ. ხოშტარია ოლღას ქუჩაზე N70 ვაგონიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. დაშავებული მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გენერალ-მაიორი იოსებ ანტონის ძე დუმბაძე ქალაქ იალტის მთავარმმართებელი იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ხმოსანი მ. საიანცი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წავიდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებნი: 31 წლის გ. მ. მეძმარიაშვილი და 35 წლის კ. ს. ჩუბერია შეიპყრო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ექიმი დავით ღამბაროვი ყელჭირვებით (ქუნთრუშა) ავად გახდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ბარაკიდან ინფექციური დაავადების მქონე პაციენტი კარაფა კარაბუტი გაიქცა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, დაკარგულ ბადალ მკირტის ძე კაჭარიანის მოსაძებნად პოლიციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ემელიანე ლომთაძე სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პ.მასალკინს უცხოეთში წასვლის ნება მიეცა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ლავრენტი კეკელიძე მღვდელი იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სომხური სასულიერო სასწავლებლის მე-7 კლასის მოსწავლე ა. ა. აგაბეკიანცი გაუსაძლისი მატერიალური პირობების გამო მტკვარში გადახტა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ევდუკია დმიტრევა თბილისელი მარჩიელი იყო.

