რეგისტრირებული ფაქტები2121
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანა დროებით არ მუშაობდა. მეპატრონე მუშებს ქალაქ ლოძიდან ელოდებოდა და როდესაც ისინი თბილისში ჩამოვიდოდნენ, ქარხანაში მუშაობა აღდგებოდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისში ფლობდა ნაკვეთს, რომელსაც ყოველწლიურად 100 მანეთად ქირაობდნენ პირუტყვის დასაკლავად.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ქარხანა, რომელიც სამი თვის წინ დახურეს, კვლავ გახსნეს.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობა ქალაქის სანიტარულ მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მაგალითად, გაბრიელ თამამშევის ქარვასლის სარდაფებიდან გამოჰქონდათ კასრებისა და სხვა ჭურჭლის ნარეცხი წყალი და სემინარიის ბაღის მახლობლად ღვრიდნენ.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წელს თავად-აზნაურთა ქარვასლაში მოწყობილი ბანკის საზაფხულო ბაღი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა. ბაღში შუადღიდან უკრავდა სამხედრო მუსიკა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისში ფუნქციონირებდა სასწავლებელი და საყმაწვილო ბაღი, რომელიც იოსებ ოცხელს ეკუთვნოდა.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეგნატე ნარსიას წისქვილი ჰქონდა.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წელს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძესა და გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძეს ჩოხატაურში წიგნის მაღაზია ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თამამშოვის ქარვასლაში ნ. ა. ხოჯაევს სამანუფაქტურო საქონლის მაღაზია ჰქონდა.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბარნაბ ივლიანეს ძე კორძაიას სამტრედიაში ფართლეულის მაღაზია „აბაროტი“ ჰქონდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის დეკემბერში ბ. მ. მირიმანიანი იყო კავკასიის სამუსიკო იარაღების ცენტრალური საწყობის მეპატრონე. საწყობში იყიდებოდა ვიოლინოები, გიტარები, ფლეიტები, კლარნეტები, სიმები და სხვ.მყიდველებს საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდა შეეძლოთ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტ. ა. ასათიანი ფლობდა კომისიონურ კანტორას, რომელიც მდებარეობდა რუსთაველის გამზ. N 10-ში.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ძმები კაიშაურები აწარმოებდნენ კონიაკს მისამართზე: ელისაბედის ქ. N117.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის თებერვალში პაციენტებს იღებდნენ ექიმი ნავასარდიანის პირველ კერძო სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობდა ვორონცოვის ძეგლის პირდაპირ. ნავასარდიანი მკურნალობდა ვენერიულ დაავადებებს და ატარებდა ქირურგიულ ოპერაციებს.

