საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19321

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, წიგნსაცავის წიგნებით სარგებლობის უფლება საზოგადოების ყველა წევრს და მეცნიერს ჰქონდა. ხელს აწერს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელი იყო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის სამ საათამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში მსურველებს მუზეუმის დათვალიერება სამუშაო დღეებშიც შეეძლოთ. ხელს აწერს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები. გამგეობამ მეტეხის ბიბლიოთეკას 1 თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მ. გაჩეჩილაძემ, რომ მისგან შეეძინათ 100 მანეთის წიგნები „ქართველი მწერლები“, რაზედაც გამგეობამ უარი განუცხადა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ივანე მაჭავარიანმა თავისი თარგმნილი „გლეხი-კაცის ისტორია“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სრულ საკუთრებაში გადასცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენება გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის სამკვიდროს შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ბარნაბა გელაზანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლის დირექციაში მასწავლებლად წარდგენის თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს შაქრო შავიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, რაკი სამსახურიდან გათავისუფლებული იქნებოდა, დახმარება მიეცათ, რომ სოფელში გადასახლებულიყო. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას წინასწარ მიღებული 1 თუმანი და 155 მანეთი შემწეობად ჩაეთვლებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის დეკემბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას ერთი წლით ხუთი თუმნის სესხება სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს არჩილ დოლიძის თხოვნა, გამგეობას მისთვის 75 მანეთი ესესხებინა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება გაიმართა, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა დილის 11 საათსა და 40 წუთზე. კრებას დაესწრო 100 ნამდვილი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე 23 ნოემბრის ოქმი წაიკითხეს და დაამტკიცეს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოებას ჰქონდა ორი ტიპის ბიბლიოთეკა: ერთი – გამგეობის თაოსნობითა და საშუალებით დაარსებული და მეორე – კერძო პირის მიერ დაარსებული და გამგეობის დახმარებით გახსნილი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე უცვლელად დაამტკიცეს გამგეობისა და 23 ნოემბრის კრების წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუცია ბიბლიოთეკების გაუმჯობესების შესახებ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე წაიკითხეს ანგარიში წიგნსაცავ-მუზეუმების შესახებ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ზაქარია ჭიჭინაძემ, რომ მიეცათ მისთვის იმ 100 ცალი წიგნის („ბრძოლა საქართველოს მოსასპობად“, ანტონ ფურცელაძისა) საფასური, რომელიც მიჰყიდა საზოგადოებას. გამგეობამ ზ. ჭიჭინაძეს კუთვნილი თანხა გადასცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ ხელნაწერებში არასდროს შეუნიშნავს ფურცლების ნაკლებობა და ამოხევის ფაქტები, თუმცა ფიქრობდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში თუ ქურდობის განზრახვით მკითხველი იკადრებდა ხელნაწერიდან ამოეკლო ერთი-ორი ფურცელი და წაეღო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ანდროს ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ არაერთხელ უნახავს ბაზარზე გასაყიდად გატანილი საზოგადოების წიგნსაცავში შენახული სხვადასხვა ხელნაწერი, თუმცა დაბეჯითებით არ შეეძლო ეთქვა თუ ვის ეკუთვნოდა ის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ 22 წელზე მეტი იყო საზოგადოებაში მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში 5 ხელნაწერიც კი არ დაუკარგავთ წიგნსაცავიდან.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელნაწერების დაბეჭდვას და გამოცემას საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა სჭირდებოდა და ამიტომ, პირველ ეტაპზე საკმარისი იყო ხელნაწერები მოერთოთ, დაენომრათ და, როცა სარგებლობისთვის წაიღებდა მკითხველი უკან დაბრუნების დროს გადაემოწმებინათ დაზიანებული იყო თუ არა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მკითხველის მიერ სახლში სარგებლობისთვის წაღებული ხელნაწერის უკან დაბრუნების დროს ყოველთვის მისი გადაფურცვლა და შემოწმება იყო თუ არა დაზიანებული იგი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა იკითხა, დაახლოებით რა თანხა იყო საჭირო ხელნაწერების დასაბეჭდად. დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ დაბეჭდვას დასჭირდებოდა არანაკლებ 50 000 მანეთისა.

1915

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ უგზავნის 1915 წლის ანგარიშს და საპროცენტო გადასახადის სახით მხოლოდ ათ მანეთს, ვინაიდან განყოფილება ომის გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხელს აწერს განყოფილების საპატიო წევრი სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე.

1914

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივ საზოგადოებას გადაწყვეტილი ჰქონდა დიდი მგოსნის, აკაკის სახელზე საკვირაო სკოლის გახსნა და საკუთარი შენობის აგება. მშენებლობა დაწყებული იყო და დიდ ხარჯს ითხოვდა. ხელს აწერს განყოფილების საპატიო წევრი სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მამრაძემ გამგეობას სთხოვა 100 მანეთი, რომელიც ილიას ძეგლის მოაჯირის გასაკეთებლად სჭირდებოდა. გამგეობამ თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.