რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა თელავის მაზრის აგენტი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მესამე განყოფილებაში რუსულ ენას ასწავლიდა პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის IV განყოფილებაში რუსულ ენას ასწავლიდა არსენ სიმონის ძე წითლიძე.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ივანეს ძე ილურიძე თელავის მაზრის აგენტი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პირველ განყოფილებაში ქართულ ენას ასწავლიდა ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის ყველა განყოფილებაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ესტატე ბესარიონის ძე შუშანია.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძე გორის მაზრის აგენტი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პირველ განყოფილებაში რუსულ ენას ასწავლიდა ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მეორე განყოფილებაში ქართულ ენას ასწავლიდა ნიკო სიმონის ძე ჯანაშია.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 მაისს დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების წევრებს სენაკის სკოლის რევიზორის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 5 ივნისს ივანე რატიშვილმა ბათუმის სკოლაში რევიზორად მუშაობაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის მაისში ივანე ლუარსაბიძე დუშეთის მაზრის ხაზინაში ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ დავით კარიჭაშვილი სენაკის სკოლის რევიზორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ექიმთა პროფესიულმა კავშირმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ექიმის ვაკანტურ ადგილზე რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე ვიქტორ ნიკიფორეს ძე ხუსკივაძე (1837 წელს დაბად.) წარადგინა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველ სექტემბრისათვის ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: სერგო თოფურია, ანტონ სულამანიძე, პავლე ბჟალავა და უშანგი ბაღათურია.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი თავმჯდომარეობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ლ განყოფილებაში 13 იანვრამდე ქართულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სასოფლო კომისიის თავმჯდომარე იყო ჯიბლაძე, მდივანი – ე. ურუშაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 27 ნოემბრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბესარიონ ჭილაძე იყო დიდი თონეთის სკოლის პედაგოგი და მისი ხელფასი შეადგენდა 300 მანეთს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 სექტემბრიდან გორის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის სმასწავლებელი ილია ბაკურაძე თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიაში გადაიყვანეს.

