საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 თებერვალს ალექსანდრე სტოიანოვის თაოსნობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა დასახმარებლად გამართული წარმოდგენის შემოსავალი 450 მანეთი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 თებერვალს თბილისში სახლების, ეზოებისა და ქუჩების უსუფთაობის გამო გიორგი კალუბანსკიმ საბჭოში სარჩელი შეიტანა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტმა ელენე ლორთქიფანიძის თაოსნობით მასკარადი გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი, ივანე, დავით, კონსტანტინე და ალექსანდრე ციციშვილებმა გორის საქალებო პროგიმნაზიის დასახმარებლად გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ემილია იაკობის ასულ ნაცვალოვის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაკობ გაბრიელის ძე დონდუას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ გიორგის ძე კაპანაძის ერთაწმინდაში მდებარე ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გორის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა ივანე სულხანიშვილმა მადლობა გადაუხადა გორის საქალებო პროგიმნაზიის დასახმარებლად გამართული წარმოდგენის მონაწილეებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ვახტანგის ძე ჯორჯაძის თელავში მდებარე სართულნახევრიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ არუთინის ძე დანიელოვის თელავში მდებარე ერთსართულიან სახლს სარდაფით, მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არუთინ ხეჩოს ძე ხალაპოვის ქუთაისში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დუტუ ქაიხოსროს ძე ნინუას ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სამსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ევა, რიფსიმე და მარიამ სარქისას ასულ ბაღდასაროვების თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის თებერვალში ანა მუსხელიშვილმა ახალციხის ქალთა სკოლის სასარგებლოდ ორი წარმოდგენა გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 თებერვალს გორში შაიშმელოვი ხანჯლით დაჭრეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კალისტრატე ნესტორის ძე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში მდებარე ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადააკეთა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში სკოლის გვერდით საყაჭე სახლი ააშენა და მოსწავლეებს აბრეშუმის გამოყვანას ასწავლიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებას სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი დაესწრო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკიმ საზოგადოების წლიური ანგარიში წაიკითხა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმში მ. რუბინის თხოვნა განიხილეს. მას სურდა, რომ ქუთაისის გამგეობას გამოფენისთვის ვიტრინა უსასყიდლოდ დაეთმო.

1888

ტიპი: ღონისძიება

მართა ბეჟანის ასული დემუროვი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მისი მეუღლის დავით პავლეს ძე დემუროვის პანაშვიდი ანჩისხატის სობორში 1888 წლის 18 ივნისს, საღამოს 7 საათზე გაიმართებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივნისში ალექსანდრე ბერიძე სამხატვრო ხელოვნების უკეთ შესამუშავებლად იტალიაში, მილანში გაემგზავრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ზელიონიმ წაიკითხა ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკის რეფერატი, რომელიც კავკასიის მთიულთათვის შედგენილ ანბანის ისტორიას ეხებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ: კირილე იანოვსკი, ევ. პრესნიაკოვი, ნიკოლაი დარსკი და მონასტირცევი.