რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ: ეგზარხოსი პალადი და ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მათ მისვლა ვერ შეძლეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დამამთავრებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კორდაკოვის ლოტბარობით საგალობელი შეასრულეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიო დავიდოვმა 25 ცალი რუსულ-ქართული ლექსიკონი და 6 ცალი ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა 10 ცალი საკითხავი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „მშაკის“ ცნობით, 1888 წლის ივნისში გევორქ ბაშინჯაღიანმა ბაქოში თავისი ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მეშედ-მამედ-მირზა იუსუფოვის განჯის გუბერნიაში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, სამი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 თებერვალს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა ა. ი. სტოიანოვის თაოსნობით კონცერტი გამართეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ემილია იაკობის ასულ ნაცვალოვის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძის დახმარებით საინგილოში სამრევლო სკოლა დაარსდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძის მიერ საინგილოში დაარსებულ სამრევლო სკოლაში 18 მოსწავლე სწავლობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ იაკობის ასულ მამინოვის გორში მდებარე ერთსართულიან სახლს სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით კარაპეტის ძე ქალანთაროვის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ და დიმიტრი თევდორეს ძე დანელიების ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს პატარა მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მართა ბეჟანის ასულ დემუროვის თბილისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას თენგიზ დადეშქელიანმა 25 მანეთი შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს, რომლებმაც მაკრინე ღლონტის თაოსნობით შეგროვებული 82 მანეთი ლატარეა-ალეგრის ღონისძიებისთვის გამოგზავნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს საჩუქრად ხელნაწერი „როსტომიანი“ გადასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გაზეთ „მშაკის“ მეშვეობით კავკასიის სომეხთა ქველმოქმედების საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა იოსებ ტერ-დავითიანცს 100 თუმის შემოწირულობისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. გულიშამბაროვი რუსეთის სატეხნიკო საზოგადოების კავკასიის განყოფილების კრებაზე თბილისის გუბერნიის ქარხნებისა და ფაბრიკების შესახებ მოხსენებას წაიკითხავდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა 22510.32 მანეთი. ხარჯთაღრიცხვას ხელი ნიკოლოზ ცხვედაძემ მოაწერა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ არღუთაშვილ-მხარგრძელის თბილისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა გრიგოლის ძე ლეკვინაძის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე და ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ზალინოვებისა და დარია იაგორის ასულ ჩემოდანოვის ქუთაისში მდებარე ორ ერთსართულიან შენობას სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ათანასე პავლეს ძე ფხაკაძის ქუთაისში, გერმანელების ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიან შენობას პატარა მიწის ნაკვეთთან ერთად.

