საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ქრისტეფორე ალექსანდრეს ძე თაიროვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას გრიგოლ დადიანმა 15 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 თებერვალს მღვდელი გიორგი ხარაძე დაკრძალეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას დაესწრნენ: იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაბელინმა მოინახულა სოფ. ხორგა და მოსახლეობას დაზიანებული გზების შეკეთებას დაჰპირდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მელანია ივანეს ასულ ფურცელაძის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სარა ფირანის ასულ ჭილაშვილის, მიხეილ, ანტონ, პეტრე და ვალერიან ნიკოლოზის ძე ჭილაშვილებისა და ელისაბედ და ნინო ნიკოლოზის ასულ ჭილაშვილების თბილისში მდებარე ერთ ორსართულიან და ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ფარსადან იაკობის ძე ავსარქისოვის ქუთაისში მდებარე ორ ერთსართულიან შენობას პატარა მიწის ნაკვეთთან ერთად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტურ ლაისტის მიერ ქართველთა ცხოვრების შესახებ დაწერილი მოთხრობები გერმანულ ჟურნალებში დაიბეჭდა. 

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის ნებართვით სოფ. ზემო ნიქოზში პირველმოწამე რაჟდენის სახელობის ტაძრის განახლება გადაწყვიტეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ივანეს ძე ჭრიკიშვილის თბილისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ზურაბის ასულ თაიროვის კოჯორში მდებარე ოთხ ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი და სამი ერთსართულიანი ფლიგელით, ორი ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ გიორგის ძე გამრეკელის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 თებერვალს კავკავის საკომერციო კლუბში მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ მასკარადი გაიმართა. მასკარადიდან ნაღდი შემოსავალი 140 მანეთამდე დარჩა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ისიდორე გიორგის ძე გაბაშვილის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიშენებით, სარდაფით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი შენობით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა სვიმონის ძე ავალიანის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მავრიკ მენდლის ბათუმში მდებარე სამსართულიან სახლს ერთსართულიანი დამხმარე შენობით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი და ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძეების ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფემია ნიკოლოზის ასულ წილოსანისა და მელანია გიორგის ასულ წილოსანის თბილისში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბესარიონ ალექსის ძე გაბეშიას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომლის ბუღალტერიც დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი იყო, სალაროში 46 596. 17 მანეთი ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „ისკრა“ იუწყებოდა, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი მამედ ჰასან გაჯინსკი) რომ ხელმეორედ მიიღო ნოტა საბჭოთა მთავრობისგან დენიკინის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის დადების შესახებ, სიმართლეს არ შეეფერებოდა, რადგან საბჭოთა რუსეთი სცნობდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. მთავრობის პასუხი ჩიჩერინის ნოტაზე დამოკიდებული იყო პოლიტიკურ და საერთაშორისო პირობებზე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 თებერვალს კონსტანტინე მდივანს 100 მანეთის ღირებულების ნივთები მოჰპარეს.