საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2119

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ს. რ. დოვლატოვის ტანსაცმლის მაღაზია გოლოვინის პროსპექტზე მდებარეობდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ე. კვაჭაძე ელისაბედის ქუჩაზე კარგად მოწყობილ ნომრებს აქირავებდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სტომატოლოგ ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძეს კაბინეტი ჰქონდა ნიკოლოზის ქუჩის №21-ში, საგინოვის სახლში.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს ისმაილ აგაევი ქუთაისში კანფეტის ქარხნის მფლობელი იყო. 

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს არსენ მამულაიშვილს ოლგას ქუჩა №13-ში კერძო სკოლა-პანსიონი ჰქონდა. 

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილს კერძო კლინიკა ჰქონდა კუკიაზე, ნიკოლოზის ქუჩა №21-ში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კ. მარტიროსიანცის სტამბა ვანის დიდ ქუჩაზე მდებარეობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი ფლობდა ბანკს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თ. ზ. ვახვახოვის განცხადება, რომ ხსნიდა ღვინის სარდაფს სახელწოდებით „კურდღელაური“, რომელიც მდებარეობდა სასახლის ქუჩაზე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის (არწუნისეულ) სახლში, N 10-ში. სარდაფში გაიყიდებოდა საკუთარი ბაღების კახური ღვინო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თ. ზ. ვახვახოვის განცხადება, რომ 15 თებერვალს ხსნიდა მეორე ღვინის სარდაფს, „კურდღელაურს“, რომელიც მდებარეობდა ველიამინოვის ქუჩაზე, მირზოევისა და ამიროვის სახლში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა მოსკოვში დუბროვინის სახლში და კალუჟსკის კარებთან, გაიდანის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა პეტერბურგში ნევსკის გამზირზე, კაზანის სობორის პირდაპირ, განსენის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა ვარშავაში სენატორის ქუჩაზე N 461-სა და ნოვი სვეტის ქუჩაზე, გრაფ სტადიცკის სახლში, N 1, 252–ში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა კიევში ალექსანდროვის ქუჩაზე ლიჩკოვის სახლებში და კრეშჩატიკაზე კირგეიმის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა ხარკოვში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა თბილისში გოლოვინის გამზირზე, მირიმანოვის სახლში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა სევასტოპოლში დიდ მორსკოიზე, ერენცევის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა როსტოვში ნიკოლაევსკის პატარა ქუჩაზე, თეატრის პირდაპირ, შაპოშნიკოვის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა ოდესაში ბერძნების ქუჩაზე სკულიჩის სახლებში და დერიბასოვის ქუჩაზე ჩერეპენნიკოვის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა სამარაში სააზნაურო ქუჩაზე, შიბაევის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა ლორის მელიქოვის ქუჩიდან გადავიდა საპერნის ქუჩაზე, მთავარმმართებლის თანაშემწის სახლის გვერდზე ალექსანდროვის ბაღთან, საკუთარ სახლში, N 4-ში. სტამბა ბეჭდავდა ყველანაირი ტიპის საქმეებს სხვადასხვა ენაზე ზომიერ ფასად. შეკვეთილი საქმე ხარისხიანად და დროულად ბარდებოდა დამკვეთს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ თ. ერისთავის ახლად გახსნილ სარდაფში იყიდებოდა კახური ღვინოები მისამართზე: სოლოლაკი, სერგიევის ქუჩა, ამირაროვის სახლი N8.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი ფლობდა საქალებო სკოლას.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვანო თეიმურაზოვი ფლობდა სამიკიტნოს.

1900

ტიპი: მფლობელობა

1900 წელს ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა პ. მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობდა.