რეგისტრირებული ფაქტები19809
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუსუდან სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას თხოვნა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე მიეცათ 27832 მანეთი და 60 კაპიკი ოლღა ჭავჭავაძისთვის სანოვაგის შესაძენად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლა გადაიტანა წყრთაში ისეთ ადგილზე, რომელიც ცოტა შორს იყო მაჰმადიანი ქართველებისგან, მაგრამ, ამის მიუხედავად, 34 მაჰმადიანი მოსწავლე ჰყავდა.
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 30 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ იანვარში წითელამ ძალიან შეაფერხა სწავლის პროცესი, ბავშვების დიდი ნაწილი ავად იყო, მაგრამ ყველამ სძლია ავადმყოფობას და სწავლა განაგრძო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომ ფასებში გახსნას სთხოვენ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 აგვისტოს სიღნაღის რაიონის სოფელ მელაანის მღვდელი პეტრე ნიკოლოზის ძე დარბაისელი-დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ადგილობრივი მემამულეების მიერ ბაკურციხის ტერიტორიის რუსებზე მიყიდვის შესახებ ატყობინებს და ქართული სკოლის გახსნის მოთხოვნით 200 ხელმოწერას აგზავნის.

