საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად ა. პლატონოვა დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, ლ. პავლოვა სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში სომხური საღვთო სჯულის მასწავლებლად მღვდელი მინასიანცი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, რაისა ივანეს ასული სლოვინსკაია სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მღვდელი პრეობრაჟენსკი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 179 ბრძანებით, დ. როინიშვილი ოჩამჩირის გიმნაზიის გამგის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 179 ბრძანებით, აზატ მანუკიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 178 ბრძანებით, ელისაბედ ციცქიშვილი ხაშურის ქალთა გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 178 ბრძანებით, ელენე აბრამიშვილი ხაშურის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 178 ბრძანებით, ლავრენტი კიღურაძე ფოთის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ოლქის საპატიო მოსამართლე მ. პ. გაკკელმა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობა აღძრა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით (N178) ბარბარე ფარცხალაძე დროებით ხონის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 175 ბრძანებით, ვერა იერემიას ასული ქავთარაძე-განგესოვისა მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 3 სექტემბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ 11 სექტემბრიდან რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

რკინიგზის სასწავლო კომიტეტმა განიხილა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნა და აცნობა, რომ ის სამტრედიის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა აბულაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მთავარგამგისგან უარი მიიღო, რადგან მას შესაბამისი წოდება არ ჰქონდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბაქოს ქართველთა ნაციონალურმა საბჭომ აზერბაიჯანის პარლამენტიდან გაიწვია თავისი წარმომადგენელი ცხაკაია და მის ნაცვლად დანიშნა ვლადიმერ ბაქრაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

„ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობა ერობათა საყურადღებოდ აცხადებს, რომ ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტის სტატისტიკოსის, მიხეილ კეზელის სამსახურში მიღება სასურველი არ იყო, რადგან ის 1920 წლის 28 აგვისტოს უმოქმედობისა და უუნარობისთვის დაითხოვეს სამსახურიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი წევრისგან შედგებოდა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია და რა თანამდებობები ეკავა თითოეულ მათგანს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს „ერთობა“ იუწყებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N174 ბრძანებით დანიშნულია გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული ორკლასიანი სკოლის პედაგოგად ი. გ. კოპინაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 173 ბრძანებით, გრიგოლ მიხეილის ძე ვართანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 172 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 170 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგი ვერა ფრიცლერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 170 ბრძანებით გაიანე ანტონის ასული ლომოური-მელითაურისა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N170 ბრძანებით, ს. კიღურაძე თბილისის ებრაელთა გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.