რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას, რომელსაც მკითხავებისაგან თავი ვერ დაუღწევია პირველ რიგში პირველდაწყებითი განათლება სჭირდებოდა და არა უმაღლესი. მაგალითად უნდა აეღოთ გერმანელთა კოლონიები, რომლებიც დიდ ყურაღებას პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას აქცევდნენ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლაში სწავლის საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე პატიოსანი და მშრომელი იყო, მისი დამსახურებით მოსწავლეები ბეჯითად სწავლობდნენ და სოფლის მოსახლეობაც გულშემატკივრობდა სკოლას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ თუ შემომწირველი არ განსაზღვრავდა შემოწირულობის დანიშნულებას და საზოგადოებას დაუტოვებდა არჩევანს თავად განესაზღვრა რისთვის გამოიყენებდა შემოწირულობას, მაშინ მთელი მატერიალური სახსრები პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას მოხმარდებოდა. ქველმოქმედებს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გამგეობას უფლებას მისცემდნენ, საჭიროების შემთხვევაში სტიპენდია 1000 მანეთამდე გაეზარდა, რადგან არსებული სტიპენდია ძალიან მცირე იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907, 1908, 1909, 1910 წლებში საწევრო გადასახადი თითო წევრზე 1 მანეთსა 75 კაპიკს შეადგენდა. ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას შეემატა 1175 წევრი და ფულის შეუტანლობის გამო 2365 კაცი გარიცხეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა 4 საათსა და 25 წუთზე. შემდეგი კრება დაინიშნა კვირას, 7 დეკემბერს, 11 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

