საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1905

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ 1905 წლის 24 ოქტომბერს საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს დადგენილებით, გადაიყვანეს სოფ. ივანდიდის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ნამდვილისაგან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ამოწმებს ქუთ. ვუმ. 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1905

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1905 წლის 26 სექტემბერს იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს დადგენილებით დაინიშნა სამტრედიის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი ნოემბრიდან ვლადიმერ ბოჟოვსკი თბილისის რუსული საოსტატო ინსტიტუტის ექიმად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი იანვრიდან ოლღა ბოდისკო დაინიშნა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად. ხელს აწერს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 სექტემბრიდან თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე ბოგოიავლენსკი იმავე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ალექსანდრე ბოგოიავლენსკი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა. ხელს აწერს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლის პირადი საქმის მიხედვით, მღვდელი იოანე ბობოხიძე ზუგდიდის სამრევლო სკოლების მეთვალყურე იყო. ის სამეგრელოში ქართული ენის დევნის წინააღმდეგ იბრძოდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 იანვრის თარიღით, ფოთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობით, მღვდელი იოანე ბობოხიძე დაამტკიცეს იმავე სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ნიკოლოზ კიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში რუსულის, საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N165 ბრძანებით, ელენე სოლომონის ასული ბილანიშვილი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში არითმეტიკის პედაგოგად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით კოტე ქრისტეფორეს ძე ჩარკვაიანი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში გალობის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ალექსანდრე ლევანის ძე მაკროპულო ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ხატვა-ხაზვის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ნინო ივანეს ასული ბორანოვსკაია ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ფიზკულტურისა და ცეკვის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N165 ბრძანებით ლუიზა ნერინგი – პარიზის ქალთა ინსტიტუტ fonde par Napoleon 1-er-ის კურსდამთავრებული, ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ელენე პეტრეს ასული ხომერიკი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში საანბანო კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ნატალია ვლადიმერის ასული მესხი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში უმცროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით თამარ სამსონის ასული ღვთისავრიშვილი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში უფროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ლიდა ივანეს ასული ციცკოვსკაია ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში უფროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით მიხეილ მაქსიმეს ძე ბოკერია ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში რუსული ენისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ივანე თევდორეს ძე ბორანოვსკი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გერმანულის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით კალენიკე ივანეს ძე ჟღენტი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად დამტკიცდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N165 ბრძანებით პეტროგრადის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიის მთავარ პედაგოგდ და გიმნაზიის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 164 ბრძანებით ვერა სერგოს ასული ლასხიშვილისა ვანის გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 10 დეკემბრის N163 ბრძანებით ანტონ მილაიანი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.