საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 თებერვალს მარგალიტა გიგინეიშვილი დამტკიცდა არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან მარგარიტა გიგინეიშვილი ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში არითმეტიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის I-ელი ოქტომბრიდან 1906 წლის I-ელ სექტემბრამდე მარგალიტა გიგინეიშვილი იყო ქუთაისის ქალთა პროგიმნაზიაში კლასის დამრიგებელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი ოქტომბრიდან განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, მარგალიტა გიგინეიშვილი ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის უფროსი ქალის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი მაისიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დროებით მაქს კარლოს ძე ანდრეევი დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სიმონ ილიას ძე ანანიევი განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლად მსახურობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სიმონ ილიას ძე ანანიევი ქ. თბილისის სამხედრო საკრებულოში გაიწვიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ წინანდელი დამტკიცება შეესწორებინა და უფროსი კლასების მათემატიკის მასწავლებლად დაემტკიცებინა. მას შესაძლებლობა ექნებოდა თავისი სამსახურის ხუთეული 1920 წლის მაისიდან მიეღო. ის უსახსრობით ძალიან შეწუხებული იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ ორ წელზე მეტი იყო, რაც მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ ექვსკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში ექვსი წელი მასწავლებლობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 თებერვალს ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა მიხეილ გორგაძის თხოვნა და დროებით აირჩიეს ხატვა-ხაზვის მასწავლებლად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 ოქტომბრიდან ივანე გველესიანი დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან ნინო აკოფაშვილი ითვლებოდა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად.

1919

ტიპი: თანამდებობა

მთიელთა საკავშირო მეჯლისის წევრი ურუსოვი (მთიელთა რესპუბლიკის ყოფილი საექიმო-სანიტარული ინსპექტორი და პარლამენტის წევრი) დაინიშნა საექიმო-სანიტარული ნაწილის რწმუნებულად, რომელსაც დაევალა მთიელთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა მთელ ტერიტორიაზე და ამ საქმეში ნეიტრალურ სახელმწიფოთა მხარდაჭერის გამოყენება.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ წერს, რომ ერობამ ოზურგეთის ცენტრალური საერობო საავადმყოფოს გამგედ დანიშნა ექიმი ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვა, ქირურგიული განყოფილების ორდინატორად – ი. უჯმაჯურიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობის“ ცნობით, საექიმო-სანიტარული განყოფილების გამგე ექიმი სიმონ აბაშიძე სამსახურიდან დაითხოვეს (ოზურგეთი).

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ეკატერინე გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში გადამწერად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან აკაკი გვახარია ქობულეთის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის პირველ ნოემბრამდე აკაკი გვახარია მასწავლებლად მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 2 ოქტომბერს აკაკი გვახარია დაინიშნა ქობულეთის ორშტატიან სასწავლებელში.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 2 მარტიდან აკაკი გვახარია ბათუმის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ქობულეთის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 სექტემბრიდან აკაკი გვახარია სახალხო სკოლების დირექციის განკარგულებით დაინიშნა ოქროსქედის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 მანეთის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: ვლადიმერ ადლეიბა, კლეოპატრა მაჭავარიანი, მარია სტეფანოვა, მალაქია ცაგურია, ევფრასია ბერულავა, ანასტასია ბერულავა, ანტონია დუმიანცევა, გიორგი ფარცვანია, ისიდორე გურგულია, მაქსიმე გაბეჩია, თემურ დემიანოვსკი, ელიზბარ ქობალია, ქსენია ოკუჯავა, ლავრენტი ხოჭოლავა, ნატალია ანტონიუკი, მაქსიმე ფაცაცია, დიმიტრი შარია, არისტოფანე ავალიანი, ანტონ დარსალია და ტერენტი შარანგია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 რუბლის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: ქსენია ხარებავა, ნადეჟდა გოგია, ნესტორ ქირთბაია, ილარიონ ჯღარკავა, მარია ქირთბაია, ნიკოლოზ გრიგორევი, იოსებ შამათავა, ვლადიმერ ქარდავა, ანგელინა დემურია, ვასილ მარღანია, ნადეჟდა ყოლბაია, ვერა ნიკოლსკაია, ნესტორ ტარკილი, ელენე ლაკობა, ჰენრიხ ოლბერგი, ფლორა ვიშნიაკოვა, გიორგი გოგუა, დავით ფიჩხაია, დიმიტრი გაბუნია და კ. შულგა-ნეტეერენკო.