რეგისტრირებული ფაქტები19321
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ წიგნები ყდებში უნდა ჩაესვათ, გაეკეთებინათ ორი კარადა წიგნების დასალაგებლად და სამი ვიტრინა სამუზეუმო ნივთებისათვის. ასევე ერთი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის ტანისამოსისთვის.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ უნდა გაეკეთებინათ სამი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა მწერალთა ნივთების გამოსაფენად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასი უნდა მოემატებინათ, რათა კონკურენცია გაეწიათ სამინისტროს სკოლებისთვის და ბევრი კარგი, გამოცდილი მასწავლებელი მიეზიდათ საზოგადოების სკოლებში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ეკატერინე ასათიანისამ განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი სხვა უწყების სკოლის მასწავლებლები მიეწვიათ საზოგადოების სკოლებში, მაგრამ ჯანგამოცლილი თანამშრომლები არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. მისი აზრით, 25 წლის ნამსახური მასწავლებლის მიწვევა საქმისთვის არასასარგებლო იქნებოდა, ამიტომ მათი სხვა უწყებაში ნამსახური დრო ცხრა-ათი წლით უნდა განსაზღვრულიყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო სამინისტროს სკოლებიდან კარგი მასწავლებლები მიეწვიათ, რადგან იქ ჰყავდათ საქმის მოყვარული პედაგოგები. საზოგადოების სკოლებსაც ჰყავდა მხნე, გამოცდილი მასწავლებლები, მაგრამ მათთვის საჭირო იყო კარგი სასწავლო პირობების შექმნა, რათა უფრო კარგები გამხდარიყვნენ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ სკოლაში უნდა მიეწვიათ გარეშე უწყების სკოლიდან მასწავლებელი და მისთვის სხვა ადგილას ნამსახურობის გამოცდილება ჩაეთვალათ. ასევე გამგეობას უფლება უნდა ჰქონოდა სურვილისამებრ მიეღო გადაწყვეტილება ჩაუთვლიდა თუ არა მიწვეულ მასწავლებელს სხვა უწყებაში მუშაობის გამოცდილებას. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გერასიმე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ ახალი სკოლა უნდა დაარსებულიყო იქ, სადაც ქართულ ენასა და ქართველ ერს განადგურება ემუქრებოდა. მაგალითად, მაჰმადიანი ქართველებით დასახლებულ ადგილებში აუცილებლად უნდა გახსნილიყო სკოლები.

