საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19042

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვრის „დროების” ცნობით, გამოიცა და 5 კაპიკად იყიდებოდა ნიკოლოზ ყიფიანის კრებული „მენახირის ნაამბობი”.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი რედაქტორისადმი, ჟურნალ „მნათობში“ ანტონ ფურცელაძის დაბეჭდილი სტატიის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, გამოიცა და 30 კაპიკად იყიდებოდა მ. დ. როტინიანცის ქართულ-ფრანგული ლექსიკონი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიის“ 56-ე ნომერში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ობისა და ნაცრის წამლობის შესახებ“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „გორის უეზდიდამ“ განათლებისა და სხვა საზოგადო სიკეთეების გავრცელების ხელშემშლელი ჭორაობისა და მოენეობის მავნე ტრადიციის შესახებ.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მის მიერ შედგენილი ნაშრომის „Грузины и Магометяне“ შესახებ წერდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რედაქციის საპასუხო წერილი პეტრე ჩარექოვის კორესპონდენციაზე გეგუთი-ქუთაისის სარკინიგზო ხაზის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სამღვდელოების შესახებ „დროებაში” გამოქვეყნებული სვიმონ ბეგიაშვილის წერილის საპასუხოდ დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის შენიშვნა „ვუძღვნი უფ. ქიზიყელს”.

1869

ტიპი: ავტორობა

ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული დიმიტრი ჯანაშვილის წერილის საპასუხოდ 1869 წლის 10 ივლისს „დროებაში“ სერგეი მესხის კრიტიკული ფელეტონი დაიბეჭდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სარედაქციო შემაჯამებელი წერილი გრიგოლ თარხან-მოურავის სტატიისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა.“

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატის-უბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „თბილისში გასეირნება“ ქართული პოლიტიკური და სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების თავისებურებების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი დიმიტრი ჯანაშვილის გარდაცვალებაზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გაზეთ „საქართველოს“ №240-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თედო ჟორდანიას ნეკროლოგი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №138-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თამარ ქართველიშვილის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №84-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა გიორგი ქოჩაკიძის ნეკროლოგი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს კარლ ლემან-ჰაუპტმა გამოსცა „Armenien Enst und Jetzt.“

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ დაწერა წიგნი „მზე და აკაკი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დამწვარი სახლის აღსადგენად მატერიალური დახმარებისთვის გიგო მაყაშვილმა სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა.

1929

ტიპი: ავტორობა

1870-დან 1929 წლამდე მოსე ჯანაშვილმა 800 სამეცნიერო ნაშრომი დაწერა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლიდან ჟურნალ-გაზეთებსა და სამეცნიერო გამოცემებში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა 662 თხზულება.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მოსე ჯანაშვილმა გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს მოსე ჯანაშვილმა გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ისტორიის დარგში „საქართველოს მოკლე ისტორია“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა იოსებ ბაქრაძის თარგმანი „მამა და შვილი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი და გამოცემული „ზარზმელის ცხოვრება“ ლათინურად უთარგმნია და გამოუცია პეტერსს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკო ლომოურის ლექსი „ქართველი გლეხი“.