რეგისტრირებული ფაქტები18660
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების აგვისტოს შემოსავალ-გასავალი. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 39. 69 მანეთი, II ბიბლიოთეკას – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 5 ოქტომბრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 525. 53 მანეთი, გასავალი – 52. 5 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18923. 17 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გამგეობის მიერ სამეცნიერო აკადემიაში გაგზავნილი 35. 10 მანეთის ღირებულების წიგნებისა: 8 ცალი ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფია“, 3 დიმიტრი ბაქრაძის „მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ და 3 ალექსანდრე ცაგარლის „ქართველ მეფეთა მიმოწერა“. ოქმს ხელი მოაწერა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ილიას სახელობის სკოლის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა ძალიან მცირე იყო ჭავჭავაძის სახელისთვის, უფრო შესაფერისი იქნებოდა ლიტერატურული წრის დაარსება, რომელიც მოემსახურებოდა მთელი ქართველი ერის სულიერი კულტურის განვითარებას, იგი იზრუნებდა როგორც ილიას, ისე სხვათა ნაწერების გამოცემაზეც. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა ილია ნაკაშიძემ.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დელეგატთა კრება, რომელსაც თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამის თაობაზე კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩმა 11 სექტემბერს აუწყა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და გაუგზავნა კრების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გიორგი ზდანოვიჩმა, სამსონ ფირცხალავამ, გიორგი ლასხიშვილმა, სიმონ მდივანმა, ილია კაკაბაძემ, ივანე ნიჟარაძემ, ილიკო მხეიძემ და პეტრე სურგულაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 7 სექტემბრამდე შემოსავალი იყო 311. 42 მანეთი, ხარჯი – 984. 98. 7 სექტემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 16951. 96 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა დავით კარიჭაშვილმა წაიკითხა მოხსენება კომისიის არჩევის შესახებ, რომელსაც უნდა დავალებოდა დიმიტრი ბაქრაძისა და ალექსანდრე როინაშვილების საფლავებზე ძეგლების დადგმა, აგრეთვე კომისიას უნდა დავალებოდა მოლაპარაკება ილია წინამძღვრიშვილთან ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ძეგლის დადგმის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში. 8-დან 20 სექტემბრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 2489. 19 მანეთი, ხარჯი – 1231. 40. 20 სექტემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 17309. 75 მანეთი, ვალი – 1317. 27, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.