საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ძველი სენაკის ქართული სკოლის გამგე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას თვიურად 100 მანეთი დამატებოდა. ბოკერია ხელფასის სახით თვეში 200 მანეთს იღებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 46 ბრძანების მიხედვით, 10 ოქტომბრიდან ყოფილი სახალხო მასწავლებელი სავლე იოსების ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დანიშნეს. მთავარგამგის ნაცლად ბრძანებას ხელს აწერს ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის N 19 ბრძანების მიხედვით, 1919 წლის პირველი სექტემბრიდან სახალხო განათლების სამინისტროს ასპარეზზე ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად პოლონეთში დაინიშნა ნაფიცი ვექილი სიდამონ-ერისთავი, პირველ მრჩევლად კი – ვლადიმერ ბაქრაძე.