საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გზათა სამინისტრომ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც რკინიგზის ტექნიკური სასწავლებლის კლასებს უნდა დამატებოდა დამატებითი კლასები. ამისთვის საჭირო იყო სასწავლებლის შენობის გაფართოება. პროექტის შესრულება სასწავლებლის ინსპექტორ არშაკ ბაბოვს დაევალა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა საბჭოს სავაჭრო და საზღვაოსნო განყოფილების წინადადება ფოთის საზღვაოსნო სკოლის ორკლასიანად გადაკეთების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 12 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მოხსენება წაიკითხა პურით ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის წევრმა ივანე თაიროვმა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელს არ გააჩნდა თავისი ეტიუდის „ჩემო შვინდავ“ ასლი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს „ჯეჯილში" დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის „მოგონება“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელის რამდენიმე ეტიუდი მის ნაცნობს დაურიგებია რედაქციებში, რომელთაგან მხოლოდ „ესაა ჩვენი ცხოვრება“ დაბეჭდილა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელმა დაწერა მოთხრობა „ჩემო შვინდავ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ დაწერა მოთხრობა „სიზმარი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ თარგმნა ჯოვანიოლის „სპარტაკი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 12 ნოემბერს გაიმართა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრება სასოფლო სამეურნეო საჭიროებათა შესახებ, რომელმაც განიხილა გიორგი ჟურულის მოხსენება კოოპერატიულ ამხანაგობებზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილიბისტრო თავართქილაძის მოთხრობა „იგი ომშია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მესხის თხზულება „პატარა მოგონება დიდს მგოსანზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალ. ლეჟავას წერილი „პროვინციის მოღვაწენი (ალექსანდრე (საშა) ნიკოლოზის ძე ქურდიანი)“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია ირაკლი ჯაბადარის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლომიძის წერილი 23 მაისს სურამის კლუბში გამართული წარმოდგენების – „პირველი და უკანასკნელი კოცნა“, „უბედური დებიუტი“ და „მე მოვკვდი“ – შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი სადგურ ჰაჯიყაბულის თეატრის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სანდრო შონიას წერილი ნიკოლოზ ადამიას გარდაცვალების გამო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლომიძის (მილოზის) სტატია სურამში გამართული სპექტაკლის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „დაბა-სოფლის მოღვაწენი (ნიკოლოზ სიხარულიძე)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მნაცაკან ისაკოვის ლექსი „მე მას დავეძებ“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ვაჩნაძის წერილი „მსახიობი ალ. იმედაშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ძაძამიას პიესა „მინადორე და დარიკო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მგოსან-დრამატურგი კონსტანტინე რომანოვი“.