რეგისტრირებული ფაქტები17571
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, 150 კაცი დადიოდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში ხმოსნებმა ჩაატარეს კერძო კრება, რომელზეც ქალაქის მოურავობის კანდიდატი აირჩიეს. კრებაზე კონსტანტინე ალიხანოვმა უარი თქვა მოურავობის კანდიდატად მის დასახელებაზე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარის მოვალეობა ალექსანდრე ქალანთარმა შეასრულა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობდა 44 კაცი, რომელთაგან აირჩიეს ი. მ. ალიხანოვი, ი. ს. ალიხანოვი, ა. გ. მამიკონოვი, ა. ი. ორბელი, არტემ ფირალოვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის გამგეობის ანგარიშის გამრჩევმა სარევიზიო კომისიამ თავმჯდომარედ პ. ი. კოჟინი აირჩია.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს გაიმართა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომელთაგან აირჩიეს: გ. ზ. იარალოვი, ა. ს. ბეკზადიანი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრებას უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომელთაგან აირჩიეს: დ. მ. პუღინოვი, ი. ა. სულხანოვი, ფ. ა. შიმანოვსკი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომლიდანაც აირჩიეს: გ. გ. კირაკოსოვი, ვ. გ. კანდურალოვი, ნ. პ. კოკჩაევი, ა. ე. პარუნ-სარქისოვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომლიდანაც აირჩიეს: მ. ზ. ავთანდილოვი, ვ. გ. ბებუთოვი, ი. მ. ბებუთოვი, ს. მ. ენიკოლოფოვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებათა საგუბერნიო კომიტეტის ეკონომიკური სექციის თავმჯდომარედ პავლე თუმანიშვილი დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1909 წლებში შიო ქუჩუკაშვილი თბილისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიას განაგებდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ურუშაძე ყვირილის კლუბის სამხატვრო ნაწილის გამგედ მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს პოლკოვნიკი ზურაბ სიმონის ძე კობიაშვილი გერმანელთა წინააღმდეგ მოქმედი ჯარის სარდალი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის პირველი ივლისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯაბაროვი გუბერნიის მდივანი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებაზე გ. ნ. ყაზბეგი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს დავით კარიჭაშვილი გაზეთ „ახალი ქართლის“ რედაქტორი იყო. გაზეთი გორში კვირაში ორჯერ გამოდიოდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1915 წლებში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ჟურნალ „განათლების“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ივანე გომართელი და იოსებ იმედაშვილი ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 მაისს სახელმწიფო საბჭომ კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველის თანამდებობაზე დაამტკიცა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ ფოთის მოურავის, ნიკო ნიკოლაძისადმი მიწერილი სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა.

